გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

გალატელთა მიმართ 1:3: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

10 interpreters აპლიკაციაში

გალატელთა მიმართ 1:3

მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან,

გალატელთა მიმართ 1:3 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 23 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 14 კვირის ხუთშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: გალატელთა მიმართ 1:3

10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “მოციქული პავლე საჭიროდ თვლის, რომ ეს მისალმება ყველგან გამოიყენოს, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც გალატელთა მიმართ ეპისტოლეს აგზავნის. ისინი ხომ კინაღამ ჩამოშორდნენ მადლს და ამიტომაც სურს, რომ კვლავ განმტკიცდნენ მასში. ღვთის წინააღმდეგნი გახდნენ და ახლა შეჰღაღადებს უფალს, რათა კვლავ დააბრუნოს ისინი მასთან ძველ მშვიდობაში.”

    მთელი განმარტება

    მოციქული პავლე საჭიროდ თვლის, რომ ეს მისალმება ყველგან გამოიყენოს, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც გალატელთა მიმართ ეპისტოლეს აგზავნის. ისინი ხომ კინაღამ ჩამოშორდნენ მადლს და ამიტომაც სურს, რომ კვლავ განმტკიცდნენ მასში. ღვთის წინააღმდეგნი გახდნენ და ახლა შეჰღაღადებს უფალს, რათა კვლავ დააბრუნოს ისინი მასთან ძველ მშვიდობაში.

    “...ღმრთისა მამისა”. ამ სიტყვებითაც კი ადვილად ამარცხებს მწვალებლებს. ისინი ამტკიცებენ, რომ იოანე, თავისი სახარების დასაწყისში ამბობს: “და ღმერთი იყო სიტყვა” (იოან. 1:1), სიტყვა “ღმერთი” არ გამოიყენა არტიკლით, რადგან სურდა ძის ღვთაებრიობა წარმოედგინა მამის ღვთაებრიობაზე ნაკლებად. და კიდევ, როდესაც პავლე ამბობს, რომ “ძე იყო ხატება ღვთისა” (ფილ. 2:6), ამას არ ამბობს მამაზე, რადგან ეს სიტყვა აქაც არ არის არტიკლით. რას იტყვიან ახლა, როდესაც პავლე ამბობს არა ” “, “ღმრთისაგან” (ამ სიტყვის არტიკლით გამოყენებით), არამედ ” “, “ღმრთისა მამისაგან” (არტიკლის დამატების გარეშე)?

    ღმერთს მამას უწოდებს არა იმისთვის, რომ ეპირფეროს, არამედ პირიქით, ამით ძლიერ საყვედურობს მათ და ახსენებს მიზეზს, რის გამოც ისინი ძეები გახდნენ. ხომ არა რჯულით, არამედ მეორედ შობის ბანით მიიღეს მათ ეს პატივი. აი, რატომაც აკეთებს იგი ყველგან და თავისი ეპისტოლეების დასაწყისში მრავალგზის მითითებებს ღვთის სიკეთის გამოვლინებებზე და თითქმის ასე ამბობს: “მონებო. Მტრებო და უარყოფილებო, როგორ ბედავთ (როცა ასეთები ხართ) უცებ ღმერთს მამას უწოდებდეთ? ნუთუ რჯულმა მოგანიჭათ ეს მაღალი ნათესაობა? მაშ, რატომ, მიატოვეთ ის, ვინც ასე დაგაახლოვათ თავისთან და კვლავ მიმართავთ აღმზრდელს?”

    მხოლოდ მამის სახელი კი არა, ძის მიმართ გამოყენებული სახელწოდებებიც საკმარისია იმისთვის, რომ მათ ეს სიკეთე აჩვენოს. “და უწოდიან მას სახელად იესუ, რამეთუ მან იხსნას ერი თვისი ცოდვათა მათთაგან” (მათ. 1:21). სახელწოდება კი, ქრისტე, სულით ცხებას მოგვაგონებს.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე
  4. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  5. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  6. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  7. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  8. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  9. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  10. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 10

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

გალატელთა მიმართ 1:3 კონტექსტში

1:1პავლე, მოციქული არა კაცთაგან და არც კაცის მიერ, არამედ იესო ქრისტესა და მამა ღმერთისაგან, რომელმაც აღადგინა იგი მკვდრეთით,

1:2და ჩემთან მყოფი ყველა ძმა - გალატიის ეკლესიებს:

1:3მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან,

1:4რომელმაც ჩვენი ცოდვებისათვის მისცა თავისი თავი, რათა დავეხსენით ამ უკეთური ქვეყნისგან ჩვენი მამა ღმერთის ნება-სურვილით,

1:5ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

პარალელური ადგილები: გალატელთა მიმართ 1:3

განაგრძე კითხვა: გალატელთა მიმართ 1

სრულად წაიკითხე: გალატელთა მიმართ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში