
გალატელთა მიმართ 1:2: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
და ჩემთან მყოფი ყველა ძმა - გალატიის ეკლესიებს:
გალატელთა მიმართ 1:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 23 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 14 კვირის ხუთშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: გალატელთა მიმართ 1:2
9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘და ყველა ჩემთან მყოფი ძმანი’ (და იჟე ჩემთანა ყოველნი ძმანი). რატომ არსად სხვა ეპისტოლეში ამას არ ამატებს? იქ იგი ან მხოლოდ საკუთარ სახელს ახსენებს, ან კიდევ ორ-სამ სახელს, აქ კი მთელი სიმრავლე მოიხსენია და ამიტომ არც არავინ დაასახელა ცალკე. რატომ იქცევა ასე? მას საყვედურობდნენ, რომ მხოლოდ ის ქადაგებდა ასე და ახალ მოძღვრებას შემოჰქონდა სარწმუნოების დოგმატებში. ამიტომ, რაჲთა გაფანტოს ეს ეჭვი და აჩვენოს, რომ მრავალი თანამოაზრე ჰყავს, ძმებიც დაურთა, რითაც აგებინებს, რომ რასაც წერს, მათი აზრის თანახმად წერს.”
მთელი განმარტება
“და ყველა ჩემთან მყოფი ძმანი” (და იჟე ჩემთანა ყოველნი ძმანი). რატომ არსად სხვა ეპისტოლეში ამას არ ამატებს? იქ იგი ან მხოლოდ საკუთარ სახელს ახსენებს, ან კიდევ ორ-სამ სახელს, აქ კი მთელი სიმრავლე მოიხსენია და ამიტომ არც არავინ დაასახელა ცალკე. რატომ იქცევა ასე? მას საყვედურობდნენ, რომ მხოლოდ ის ქადაგებდა ასე და ახალ მოძღვრებას შემოჰქონდა სარწმუნოების დოგმატებში. ამიტომ, რაჲთა გაფანტოს ეს ეჭვი და აჩვენოს, რომ მრავალი თანამოაზრე ჰყავს, ძმებიც დაურთა, რითაც აგებინებს, რომ რასაც წერს, მათი აზრის თანახმად წერს.
“გალატიელთა ეკლესიებს”. ხომ ხედავთ, ცდომილების ალი არც ერთ ქალაქს მოედო, არც ორს და არც სამს, არამედ მთელს გალატიელ ხალხს. ყურადღება მიაქციეთ აქ მოციქულის დიდ გულისწყრომას. არ უთქვამს: “საყვარელნო”, არც “წმიდანნო”, არამედ, “გალატიელთა ეკლესიებს”. ეს იყო ნიშანი ძლიერ დამწუხრებულისა და თავისი მწუხარების გამომხატველისა, რომ არ მიესალმა მათ არც სიყვარულის სახელით, არც პატივის სახელით. Მხოლოდ მათი საზოგადოების სახელით და არც ის დაუმატა: “ღვთის ეკლესიებს”, არამედ უბრალოდ თქვა, “გალატიელთა ეკლესიებს”. ამასთან ერთად, იგი ჩქარობს, თავიდანვე ერთობაში მოიყვანოს მათი დაყოფა და ამიტომ დაურთო ეკლესიის სახელი, რითაც სურს არცხვინოს ისინი და ერთად შეკრიბოს. მართლაც, მრავალ ნაწილად დაყოფილნი, ისინი ვერც კი იწოდებოდნენ ამ სახელით, რადგან ეკლესიის სახელი არის თანხმობისა და ერთსულოვნების სახელი.
ეფრემ ასური4 საუკუნე იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე მარიუს ვიქტორინუსი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 9
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
გალატელთა მიმართ 1:2 კონტექსტში
1:1პავლე, მოციქული არა კაცთაგან და არც კაცის მიერ, არამედ იესო ქრისტესა და მამა ღმერთისაგან, რომელმაც აღადგინა იგი მკვდრეთით,
1:2და ჩემთან მყოფი ყველა ძმა - გალატიის ეკლესიებს:
1:3მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან,
1:4რომელმაც ჩვენი ცოდვებისათვის მისცა თავისი თავი, რათა დავეხსენით ამ უკეთური ქვეყნისგან ჩვენი მამა ღმერთის ნება-სურვილით,
პარალელური ადგილები: გალატელთა მიმართ 1:2
- ფილიპელთა მიმართ 4:21მოიკითხეთ ყველა წმიდა ქრისტე იესოში. მოგიკითხავენ ჩემთან მყოფი ძმები.
- კორინთელთა მიმართ ა 16:1რაც შეეხება წმიდათათვის განკუთვნილ შეწირულობას, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით.
- მოციქულთა საქმენი 16:5ეკლესიები კი მტკიცდებოდნენ რწმენით და მრავლდებოდნენ ყოველდღიურად.
- მოციქულთა საქმენი 16:6ფრიგია და გალატელთა ქვეყანა რომ მოიარეს, სულმა წმიდამ აუკრძალა ასიაში ექადაგათ სიტყვა.
- ფილიპელთა მიმართ 2:22მის გამოცდილებას კი იცნობთ, ვინაიდან, როგორც მამას - შვილი, ისე ემსახურა სახარებას ჩემთან ერთად.
- მოციქულთა საქმენი 18:23ერთხანს იქ დაჰყო, შემდეგ წამოვიდა და ჯერ გალატია დაიარა, მერე კი - ფრიგია, და განამტკიცებდა ყველა მოწაფეს.
- მოციქულთა საქმენი 15:41დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.
- მოციქულთა საქმენი 9:31ხოლო ეკლესიას მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, უფლის შიშით წარიმართებოდა და მრავლდებოდა სულით წმიდით ნუგეშცემული.
განაგრძე კითხვა: გალატელთა მიმართ 1
სრულად წაიკითხე: გალატელთა მიმართ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში




