გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

გალატელთა მიმართ 5:9: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

9 interpreters აპლიკაციაში

გალატელთა მიმართ 5:9

მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს.

გალატელთა მიმართ 5:9 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 4 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-16 კვირის ორშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: გალატელთა მიმართ 5:9

9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “ნუ იტყვის ვინმე: რად გვაშინებ ამოდენა ამბით, რა მოხდა, ერთი მცნება დავარღვიეთ და ამის გამო ატეხე განგაში? პავლე მოციქული მათ საქციელს კი არ განიკითხავს, არამედ იმ შედეგებს, რაც ამ საქციელს შეიძლება მოჰყვეს.”

    მთელი განმარტება

    ნუ იტყვის ვინმე: რად გვაშინებ ამოდენა ამბით, რა მოხდა, ერთი მცნება დავარღვიეთ და ამის გამო ატეხე განგაში? პავლე მოციქული მათ საქციელს კი არ განიკითხავს, არამედ იმ შედეგებს, რაც ამ საქციელს შეიძლება მოჰყვეს.

    მის სიტყვებს ყურადღება მიაქციეთ: “მცირე საფუარი მთელს ცომს აფუებს” (გალ. 5:9). აი, რას გვეუბნება პავლე: ეს მცირე შეცდომა, გამოსწორების გარეშე რომ დავტოვოთ, შესაძლოა, სრულად გაგვძლიოს და იუდაიზმში გადაგვიყვანოს, როგორც საფუარი აფუებს ცომს.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე
  4. მარიუს ვიქტორინუსი4 საუკუნე
  5. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  6. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  7. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  8. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  9. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 9

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

გალატელთა მიმართ 5:9 კონტექსტში

5:7მშვენივრად რბოდით და ვინ შეგაფერხათ, რომ აღარ ჰმორჩილებდეთ ჭეშმარიტებას?

5:8ეს შეგონება მისეული როდია, ვინც გიხმობთ.

5:9მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს.

5:10მწამს თქვენი უფალში, რომ არ გექნებათ სხვა აზრი: ვინც უნდა იყოს თქვენი ამამღვრეველი, ვერსად წაუვა მსჯავრს.

5:11რისთვისღა მდევნიან, ძმანო, თუკი კვლავ ვქადაგებ წინადაცვეთას? მაშინ ხომ შეწყდებოდა ცდუნება ჯვრისა.

პარალელური ადგილები: გალატელთა მიმართ 5:9

განაგრძე კითხვა: გალატელთა მიმართ 5

სრულად წაიკითხე: გალატელთა მიმართ 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში