
შესაქმე 1:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები.
შესაქმე 1:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 16 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის სამშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 1:16 კონტექსტში
1:14თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა;
1:15იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე.
1:16გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები.
1:17დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა,
1:18განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
პარალელური ადგილები: შესაქმე 1:16
- ფსალმუნები 136:7შემქმნელი დიდი მნათობებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- ფსალმუნები 136:9მთვარის და ვარსკვლავებისა - ღამით სამართავად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- მეორე სთვლისაება 4:19რომ ცისკენ ახედვისას და მზისა, მთვარისა და ვარსკვლავების, ცის მთელი მხედრობის დანახვისას არ შეცდე და თაყვანი არ სცე მათ, არ ემსახურო მათ, რომლებიც შეუქმნა უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა ხალხს მთელ ცისქვეშეთში.
- ფსალმუნები 8:3როცა შევხედავ შენს ცას - შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე,
- ესაია 40:26ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ, ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც სათვალავით გამოჰყავს მათი მხედრობა; ვინც სახელდებით უხმობს მათ ყველას, არავინ დააკლდება ძალამოსილს და ყოვლადძლიერს.
- ფსალმუნები 74:16შენია დღე, ღამეც შენია; შენ განამზადე მთვარე და მზე.
- ფსალმუნები 148:5ადიდონ სახელი უფლისა, რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ.
- ფსალმუნები 148:3ადიდეთ იგი, მზეო და მთვარევ, ადიდეთ იგი, ყოველნო შუქურვარსკვლავნო.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 1
სრულად წაიკითხე: შესაქმე 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში