
ფსალმუნი 148:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადიდონ სახელი უფლისა, რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ.
ფსალმუნი 148:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 148:5 კონტექსტში
148:3ადიდეთ იგი, მზეო და მთვარევ, ადიდეთ იგი, ყოველნო შუქურვარსკვლავნო.
148:4ადიდეთ იგი, ცანო ცათანო, და წყლებო, რომელნიც ცათა მაღლა ხართ.
148:5ადიდონ სახელი უფლისა, რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ.
148:6და დააყენა ისინი უკუნითი უკუნისამდე, კანონი მისცა და არავინ გადაუხვევს.
148:7ადიდეთ უფალი დედამიწიდან, ვეშაპნო და ყოველნო უფსკრულნო,
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 148:5
- გამოცხადება 4:11ღირსი ხარ, უფალო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგანაც შენ შეჰქმენ ყოველი, შენ ინებე და შეიქმნენ.
- ფსალმუნები 33:6უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით - მთელი მისი საკრებულო.
- ფსალმუნები 33:9რადგან მან თქვა და - შეიქმნა, მან ბრძანა და - არსებობს.
- შესაქმე 1:6თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები.
- შესაქმე 1:1თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.
- შესაქმე 1:2მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.
- იერემია 10:11ასე უთხარი მათ: ღმერთი, რომელსაც არ შეუქმნია ცა და ქვეყანა, აღიგვება ქვეყნიდან და ამ ცისქვეშეთიდან.
- იერემია 10:13მის ხმაზე ხმაურობს წყლები ცაში, ის კრებს ღრუბლებს ქვეყნის კიდეებიდან, ის წარმოშობს საწვიმრად ჭექა-ქუხილს, აგზავნის ქარს თავისი საგანძურებიდან.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 148
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 148 · გახსენი ბიბლიის მკითხველში