
შესაქმე 11:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ.
შესაქმე 11:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 8 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეოთხე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 11:5 კონტექსტში
11:3უთხრეს ერთმანეთს: მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად ფისი.
11:4თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე.
11:5ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ.
11:6თქვა უფალმა: აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას; რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ.
11:7აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს.
პარალელური ადგილები: შესაქმე 11:5
- შესაქმე 18:21ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია.
- ფსალმუნები 33:13ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ყველა ადამიანს.
- ფსალმუნები 33:14თავისი საბრძანისიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს.
- იოანე 3:13არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში.
- ებრაელთა მიმართ 4:13არ არსებობს ქმნილება, დაფარული რომ იყოს მისთვის. არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს.
- გამოსვლა 19:11განემზადონ ზეგისათვის, რადგან ზეგ ჩამოვა უფალი ხალხის თვალწინ სინაის მთაზე.
- ფსალმუნები 11:4უფალი თავის წმიდა ტაძარშია, ცაშია უფლის ტახტი; მისი თვალები იმზირებიან, ქუთუთოები ამოწმებენ ადამის შვილებს.
- იერემია 23:23განა მხოლოდ ახლოდანა ვარ ღმერთი? ამბობს უფალი, განა შორიდან არა ვარ ღმერთი?
განაგრძე კითხვა: შესაქმე 11
სრულად წაიკითხე: შესაქმე 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში