
ფსალმუნი 11:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფალი თავის წმიდა ტაძარშია, ცაშია უფლის ტახტი; მისი თვალები იმზირებიან, ქუთუთოები ამოწმებენ ადამის შვილებს.
ფსალმუნი 11:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 11:4 კონტექსტში
11:2რადგან აგერ ბოროტნი მოზიდავენ მშვილდს, ლარზე მიამაგრებენ ისარს, რომ სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს.
11:3თუ საძირკვლები დანგრეულია, მართალმა რა ჰქნას?
11:4უფალი თავის წმიდა ტაძარშია, ცაშია უფლის ტახტი; მისი თვალები იმზირებიან, ქუთუთოები ამოწმებენ ადამის შვილებს.
11:5უფალი მართალს გადაარჩენს, ხოლო ბოროტი და ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს.
11:6ნაკვერჩხალს აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 11:4
- ფსალმუნები 103:19უფალმა ცაში დაიდგა ტახტი თვისი და მეუფება მისი ფლობს ყოველივეს.
- ფსალმუნები 2:4მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ.
- ფსალმუნები 18:6შუა მოვექეც ბორკილებში ჯოჯოხეთისა და წინ სიკვდილის ხაფანგები გადამეღობა.
- აბაკუმი 2:20უფალი კი თავის წმიდა ტაძარშია; დადუმდეს მთელი ქვეყანა მის წინაშე!
- ესაია 66:1ასე ამბობს უფალი: ცა ტახტია ჩემი და ქვეყანა კვარცხლბეკი ჩემი. სად არის სახლი, რომელსაც მიშენებთ მე და სად არის ადგილი, ჩემი დასავანებელი?
- იერემია 23:24სამალავშიც რომ დაიმალოს კაცი, ვერ დავინახავ? ამბობს უფალი. განა მე არ ვავსებ ცასა და მიწას? ამბობს უფალი.
- ფსალმუნები 33:13ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ყველა ადამიანს.
- გამოცხადება 4:2მყისვე ატაცებულ ვიქმენ სულის მიერ; და, აჰა, ტახტი იდგა ცაში, ხოლო ტახტზე იყო მჯდომარე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 11
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში