
შესაქმე 13:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აბრამი დამკვიდრდა ქანაანის ქვეყანაში, ხოლო ლოტი დამკვიდრდა იმ მხარის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები.
შესაქმე 13:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 12 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის ორშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 13:12 კონტექსტში
13:10გაიხედა ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი მხარე ცოღარამდე ირწყვებოდა, ასე იყო, ვიდრე უფალი არ გაანადგურებდა სოდომსა და გომორს, როგორც ბაღი უფლისა, როგორც ეგვიპტელთა ქვეყანა.
13:11აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი მხარე. დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარნენ ერთმანეთს.
13:12აბრამი დამკვიდრდა ქანაანის ქვეყანაში, ხოლო ლოტი დამკვიდრდა იმ მხარის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები.
13:13ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს.
13:14უთხრა უფალმა აბრამს მას შემდეგ, რაც ლოტი გაეყარა: აახილე თვალი და გაიხედე ამ ადგილიდან, სადაც შენ დგახარ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ.
პარალელური ადგილები: შესაქმე 13:12
- შესაქმე 19:29როცა ამხობდა ღმერთი იმ მხარის ქალაქებს, გაიხსენა ღმერთმა აბრაამი და გაარიდა ლოტი ნგრევას, როცა ანგრევდა იმ ქალაქებს, სადაც ცხოვრობდა ლოტი.
- შესაქმე 14:12ხელთ იგდეს მისი ქონებითურთ ლოტიც, აბრამის ძმისწული, სოდომში რომ ცხოვრობდა, და წავიდნენ.
- შესაქმე 19:1შევიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ხანს, როცა სოდომის კარიბჭესთან იჯდა ლოტი. დაინახა ისინი ლოტმა, წამოუდგა მისაგებებლად და მდაბლად თაყვანისცა.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:7ხოლო მართალი ლოტი ურჯულოთა უგვანი ქცევით გაწამებული, იხსნა,
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:8(ვინაიდან მათ შორის მცხოვრები ეს ალალ-მართალი ყოველდღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით, როცა ხედავდა და ისმენდა მათს ურჯულოებას), -
- კორინთელთა მიმართ ა 15:33ნუ შეცდებით: უკეთური ურთიერთობანი ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვევებს.
- შესაქმე 19:25დაამხო ეს ქალაქები და მთელი მხარე, ამ ქალაქების მთელი მოსახლეობა და დედამიწის აღმონაცენი.
- ფსალმუნები 26:5შევიძულე კრებული უკეთურთა და ბოროტთა გვერდით არ დავჯდები.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 13
სრულად წაიკითხე: შესაქმე 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში