
ფსალმუნი 26:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შევიძულე კრებული უკეთურთა და ბოროტთა გვერდით არ დავჯდები.
ფსალმუნი 26:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 26:5 კონტექსტში
26:3რადგან თვალწინ მიდგას შენი წყალობა და მივყვებოდი შენს ჭეშმარიტებას.
26:4არ დავმეგობრებივარ სიცრუის მოყვარულთ და მზაკვრებთან არ მივალ.
26:5შევიძულე კრებული უკეთურთა და ბოროტთა გვერდით არ დავჯდები.
26:6ხელებს დავიბან უბიწოებით და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, უფალო.
26:7რომ ვიღაღადო მადლობის ხმით და ყველა შენი საოცრება ვილაპარაკო.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 26:5
- ფსალმუნები 31:6შევიძულე ამაოების დამცველები და მე მივენდე უფალს.
- ფსალმუნები 101:3არ მივიტან ჩემს თვალთან უკეთურ საგანს; დანაშაულებრივი საქმე მოვიძულე, არ მომეკარება.
- ფსალმუნები 101:8დილდილობით ამოვწყვეტ ყველა ბოროტს ქვეყნისას, რომ გადაშენდეს უფლის ქალაქიდან ყოველი მოქმედი სიმრუდისა.
- ფსალმუნები 139:21ნუთუ არ მოვიძულო, უფალო, შენი მოძულენი, და შენს მოწინააღმდეგეებს არ ვედაო?
- ფსალმუნები 139:22სრული სიძულვილით მოვიძულე ისინი, მტრებად შევრაცხე.
- ფსალმუნები 1:1ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.
- კორინთელთა მიმართ ა 5:9აკი მოგწერეთ წერილში: არ შეერიოთ-მეთქი მემრუშეთ,
- კორინთელთა მიმართ ა 5:11ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 26
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში