
შესაქმე 15:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ერწმუნა უფალს, ხოლო მან სიწრფელეში ჩაუთვალა ეს.
შესაქმე 15:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 13 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის სამშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 15:6 კონტექსტში
15:4კვლავ გამოეცხადა უფლის სიტყვა: არ იქნება იგი შენი მემკვიდრე; მხოლოდ შენი წიაღიდან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე.
15:5გარეთ გაიყვანა და უთხრა: აჰხედე ცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეგიძლია მათი დათვლა. მერე უთხრა: ამდენი იქნება შენი შთამომავლობა.
15:6ერწმუნა უფალს, ხოლო მან სიწრფელეში ჩაუთვალა ეს.
15:7უთხრა: მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან, რომ დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა.
15:8უთხრა აბრამმა: უფალო ღმერთო, როგორ მივხვდე რომ დავიმკვიდრებ?
პარალელური ადგილები: შესაქმე 15:6
- იაკობის ეპისტოლე 2:23და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: „ერწმუნა აბრაამი ღმერთს, რაც სიმართლედ შეერაცხა“ და ღვთის მეგობრად იწოდა იგი.
- გალატელთა მიმართ 3:6როგორც აბრაამმა ირწმუნა ღმერთი, და სიმართლედ შეერაცხა მას.
- გალატელთა მიმართ 3:14რათა აბრაამის კურთხევა იესო ქრისტეს მეოხებით გავრცელდეს წარმართებზედაც და, ამრიგად, მივიღოთ აღთქმა სულისა რწმენით.
- რომაელთა მიმართ 4:9მაგრამ ეს ნეტარება წინადაცვეთილობას ეკუთვნის თუ წინადაუცვეთელობასაც? რადგანაც ჩვენ ვამბობთ, რომ აბრაამს სიმართლედ შეერაცხა რწმენა.
- რომაელთა მიმართ 4:20არ შემკრთალა და არც ეჭვი შეჰპარვია ღვთის აღთქმაში, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება მიაგო ღმერთს.
- რომაელთა მიმართ 4:25რომელიც გაცემულ იქნა ჩვენი ცოდვების გამო და აღდგა ჩვენს გასამართლებლად.
- რომაელთა მიმართ 4:3ვინაიდან რას ამბობს წერილი? „ერწმუნა აბრაამი ღმერთს, და შეერაცხა მას სიმართლედ“.
- რომაელთა მიმართ 4:6ასე დავითიც ნეტარს უწოდებს კაცს, რომელსაც ღმერთი, საქმეთა მიუხედავად, შეურაცხავს სიმართლეს.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 15
სრულად წაიკითხე: შესაქმე 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში