
შესაქმე 15:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა აბრამმა: უფალო ღმერთო, როგორ მივხვდე რომ დავიმკვიდრებ?
შესაქმე 15:8 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 13 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის სამშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 15:8 კონტექსტში
15:6ერწმუნა უფალს, ხოლო მან სიწრფელეში ჩაუთვალა ეს.
15:7უთხრა: მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან, რომ დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა.
15:8უთხრა აბრამმა: უფალო ღმერთო, როგორ მივხვდე რომ დავიმკვიდრებ?
15:9უთხრა: მომიყვანე სამი წლის ხბო, სამი წლის თხა, სამი წლის ცხვარი, გვრიტი და მტრედის ხუნდი.
15:10აიღო ეს ყველაფერი, შუაზე დახლიჩა და ერთმანეთს მიუწყო ნახლეჩები, ოღონდ ფრინველები არ დაუხლიჩავს.
პარალელური ადგილები: შესაქმე 15:8
- ლუკას სახარება 1:18უთხრა ზაქარიამ ანგელოზს: მერედა, რითი გავიგებ ამას? რადგან მე მოხუცი ვარ და ჩემი ცოლიც ხანშია შესული.
- ლუკას სახარება 1:34ხოლო მარიამმა უთხრა ანგელოზს: როგორ იქნება ეგ, მამაკაცი რომ არ ვიცი?
- ესაია 7:11მოსთხოვე უფალს, შენს ღმერთს, შენთვის ნიშანი დაბლა ქვესკნელიდან ან მაღლა ზესკნელიდან.
- ფსალმუნები 86:17მოიმოქმედე ჩემ მიმართ სასწაული სასიკეთო, და იხილონ ჩემმა მოძულეებმა და რცხვენოდეთ, რადგან შენ, უფალო, შემეწიე და ნუგეში მეცი.
- მსაჯულნი 6:17უთხრა გედეონმა: თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, ნიშანი რამ მომეცი, რომ შენ მელაპარაკები.
- მსაჯულნი 6:24სამსხვერპლო აუგო იქ უფალს გედეონმა და უწოდა მშვიდობის უფალი. იგი დღემდე დგას აბიყეზრელის ყოფრაში.
- მსაჯულნი 6:36უთხრა გედეონმა ღმერთს: თუ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მეუბნებოდი,
- მსაჯულნი 6:40ასეც მოახდინა იმ ღამით ღმერთმა: მხოლოდ საწმისი იყო მშრალი, მთელ მიწაზე კი ცვარი იდო.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 15
სრულად წაიკითხე: შესაქმე 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში