
შესაქმე 16:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა აბრამმა სარაის: აჰა, შენს ხელთაა შენი მხევალი. როგორც გენებოს, ისე მოექეცი. მაშინ დაუწყო სარაიმ ჩაგვრა და გაექცა მას აგარი.
შესაქმე 16:6 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 16:6 კონტექსტში
16:4შევიდა აბრამი აგართან და დაორსულდა აგარი. როცა შეიტყო, რომ ორსულად იყო, დამცირდა მის თვალში მისი ქალბატონი.
16:5მაშინ უთხრა სარაიმ აბრამს: შენზეა ჩემი შეურაცხყოფა. მოგიწვინე ჩემი მხევალი და, როცა შეატყო, რომ ორსულადაა, დავმცირდი მის თვალში. ახლა უფალმა განგვსაჯოს.
16:6უთხრა აბრამმა სარაის: აჰა, შენს ხელთაა შენი მხევალი. როგორც გენებოს, ისე მოექეცი. მაშინ დაუწყო სარაიმ ჩაგვრა და გაექცა მას აგარი.
16:7ნახა იგი უფლის ანგელოზმა წყლის ჭასთან უდაბნოში, ჭასთან, შურის გზაზე რომ არის.
16:8უთხრა: აგარ, სარაის მხევალო, საიდან მოსულხარ და სად მიხვალ? თქვა: სარაის, ჩემს ქალბატონს გავურბივარ.
პარალელური ადგილები: შესაქმე 16:6
- იერემია 38:5თქვა მეფე ციდკიამ: აჰა, თქვენს ხელშია იგი. რადგან არაფერი შეუძლია, რადგან რას გააწყობს მეფე თქვენ წინააღმდეგ?
- იგავესნი 29:19მონას სიტყვით ვერ გაწვრთნი,
- იობი 2:6უთხრა უფალმა სატანას: აჰა, შენს ხელთ იყოს, ოღონდ მის სიცოცხლეს გაუფრთხილდი.
- ფსალმუნები 106:41და ხელში ჩაუგდო ისინი ხალხებს და გაბატონდნენ მათზე მოძულენი მათი.
- ფსალმუნები 106:42ავიწროებდნენ მათ მტრები და მოიდრიკნენ მათ ხელქვეით.
- ეკლესიასტე 10:4თუ თავს დაგატყდა უფროსის რისხვა, შენს ადგილს ნუ მიატოვებ, რადგან თვინიერს დიდი ცოდვებიც მიეტევება.
- შესაქმე 24:10გამოიყვანა მორჩილმა ათი აქლემი თავისი პატრონის ჯოგიდან და გაუდგა გზას; მის ხელში იყო მისი პატრონის მთელი ქონება. ადგა და წავიდა შუამდინარეთში, ნახორის ქალაქისკენ.
- გამოსვლა 2:15შეიტყო ფარაონმა ამბავი და მოსაკლავად ეძებდა მოსეს. მაგრამ მოსე გაექცა ფარაონს და მიდიანის ქვეყანაში გაჩერდა; დაჯდა იქ ერთ ჭასთან.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 16
სრულად წაიკითხე: შესაქმე 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში