
შესაქმე 21:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყმაქალის ძესაც ხალხად ვაქცევ, რადგან შენი თესლია იგი.
შესაქმე 21:13 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 21:13 კონტექსტში
21:11მეტისმეტად შეაწუხა აბრაამი ამ ამბავმა თავისი შვილის, ისმაელის გამო.
21:12უთხრა ღმერთმა აბრაამს: ნუ სწუხარ ყმაწვილზე და შენს ყმა ქალზე; ყველაფერი გაუგონე სარას, რასაც გეტყვის; რადგან ისაკით დაგეწყება შთამომავლობა.
21:13ყმაქალის ძესაც ხალხად ვაქცევ, რადგან შენი თესლია იგი.
21:14ადგა დილაადრიანად აბრაამი, აიღო პური, ერთი მათარა წყალი და მისცა აგარს, ზურგზე შეუსვა ბავშვი და გაუშვა. წავიდა ქალი და ხეტიალობდა ბერშებას უდაბნოში.
21:15გაუთავდა მათარაში წყალი და დასვა ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას.
პარალელური ადგილები: შესაქმე 21:13
- შესაქმე 21:18ადექი, აიყვანე ყმაწვილი ხელში, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მას.
- შესაქმე 16:10უთხრა მას უფლის ანგელოზმა: დიდად გავამრავლებ შენს შთამომავლობას და ვერ აღირიცხება სიმრავლის გამო.
- შესაქმე 17:20ისმაელის გამო გისმინე და, აჰა, ვაკურთხებ მასაც, ნაყოფიერს გავხდი და დიდად, დიდად გავამრავლებ. თორმეტ ბელადს წარმოშობს და დიდ ხალხად ვაქცევ.
- შესაქმე 25:12ეს არის მოდგმა აბრაამის ძის, ისმაელისა, რომელიც უშვა აბრაამს აგარმა, სარას ყმაქალმა.
- შესაქმე 25:18სახლობდნენ ხავილადან მოყოლებული შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ, აშურისკენ თუ მიდიხარ. ყველანი ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 21
სრულად წაიკითხე: შესაქმე 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში