
შესაქმე 16:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა მას უფლის ანგელოზმა: დიდად გავამრავლებ შენს შთამომავლობას და ვერ აღირიცხება სიმრავლის გამო.
შესაქმე 16:10 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 16:10 კონტექსტში
16:8უთხრა: აგარ, სარაის მხევალო, საიდან მოსულხარ და სად მიხვალ? თქვა: სარაის, ჩემს ქალბატონს გავურბივარ.
16:9უთხრა მას უფლის ანგელოზმა: გაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე.
16:10უთხრა მას უფლის ანგელოზმა: დიდად გავამრავლებ შენს შთამომავლობას და ვერ აღირიცხება სიმრავლის გამო.
16:11უთხრა მას უფლის ანგელოზმა: აჰა, ორსულადა ხარ, შობ ვაჟს, და ისმაელს დაარქმევ სახელად, რადგან მოჰხედა უფალმა შენს ჩაგვრას.
16:12კანჯარივით იქნება იგი ადამიანთა შორის. მისი ხელი ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი მის წინააღმდეგ! თავის ძმათა პირისპირ იცხოვრებს იგი.
პარალელური ადგილები: შესაქმე 16:10
- შესაქმე 17:20ისმაელის გამო გისმინე და, აჰა, ვაკურთხებ მასაც, ნაყოფიერს გავხდი და დიდად, დიდად გავამრავლებ. თორმეტ ბელადს წარმოშობს და დიდ ხალხად ვაქცევ.
- ფსალმუნები 83:6ედომელთა ბანაკებმა და ისმაელიანებმა, მოაბმა და აგარის ნაშიერმა;
- ფსალმუნები 83:7გებალმა, ყამონმა და ყამალეკმა, ფილისტიმელებმა ტვიროსელებთან ერთად.
- შესაქმე 21:18ადექი, აიყვანე ყმაწვილი ხელში, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მას.
- შესაქმე 25:12ეს არის მოდგმა აბრაამის ძის, ისმაელისა, რომელიც უშვა აბრაამს აგარმა, სარას ყმაქალმა.
- შესაქმე 25:18სახლობდნენ ხავილადან მოყოლებული შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ, აშურისკენ თუ მიდიხარ. ყველანი ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ.
- შესაქმე 21:13ყმაქალის ძესაც ხალხად ვაქცევ, რადგან შენი თესლია იგი.
- შესაქმე 22:15მეორეგზის მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს ციდან
განაგრძე კითხვა: შესაქმე 16
სრულად წაიკითხე: შესაქმე 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში