
შესაქმე 21:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამიტომ უწოდა ამ ადგილს ბერშება, რადგან აქ შეჰფიცეს ერთმანეთს.
შესაქმე 21:31 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 21:31 კონტექსტში
21:29უთხრა აბიმელექმა აბრაამს: რა არის ეს შვიდი ბატკანი, ცალკე რომ გამოასხი?
21:30უთხრა აბრაამმა: მიიღე ჩემგან ეს შვიდი ბატკანი იმის დასტურად, რომ ჩემი ამოთხრილია ეს ჭა.
21:31ამიტომ უწოდა ამ ადგილს ბერშება, რადგან აქ შეჰფიცეს ერთმანეთს.
21:32შეკრეს კავშირი ბერშებაში; ადგნენ აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი, და დაბრუნდნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში.
21:33დარგო იალღუნი ბერშებაში აბრაამმა და ახსენა იქ უფლის, საუკუნო ღმერთის სახელი.
პარალელური ადგილები: შესაქმე 21:31
- შესაქმე 26:33უწოდა მას სახელად შიბყა. ამიტომაც ეწოდება ქალაქს სახელად ბერშება დღევანდლამდე.
- შესაქმე 21:14ადგა დილაადრიანად აბრაამი, აიღო პური, ერთი მათარა წყალი და მისცა აგარს, ზურგზე შეუსვა ბავშვი და გაუშვა. წავიდა ქალი და ხეტიალობდა ბერშებას უდაბნოში.
- მეფეთა ბ 17:11ამიტომ გირჩევ შემოიკრიბო მთელი ისრაელი დანიდან ბერშებამდე, ზღვის ქვიშასავით უთვალავი, და შენ თავად გახვიდე საბრძოლველად.
- იესო ნავეს ძე 15:28ხაცარ-შუყალი, ბეერ-შებაყი და ბიზიოთია;
- შესაქმე 26:23დაიძრა იქიდან ბერშებასაკენ.
- მსაჯულნი 20:1გამოვიდა მთელი ისრაელობა და შეიკრიბა საზოგადოება, როგორც ერთი კაცი, დანიდან ბეერ-შებამდე და გალაადის ქვეყანა უფლის წინაშე მიცფაში.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 21
სრულად წაიკითხე: შესაქმე 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში