
შესაქმე 21:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა აბრაამმა: მიიღე ჩემგან ეს შვიდი ბატკანი იმის დასტურად, რომ ჩემი ამოთხრილია ეს ჭა.
შესაქმე 21:30 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 21:30 კონტექსტში
21:28ცალკე გამოასხა აბრაამმა ფარიდან შვიდი ბატკანი.
21:29უთხრა აბიმელექმა აბრაამს: რა არის ეს შვიდი ბატკანი, ცალკე რომ გამოასხი?
21:30უთხრა აბრაამმა: მიიღე ჩემგან ეს შვიდი ბატკანი იმის დასტურად, რომ ჩემი ამოთხრილია ეს ჭა.
21:31ამიტომ უწოდა ამ ადგილს ბერშება, რადგან აქ შეჰფიცეს ერთმანეთს.
21:32შეკრეს კავშირი ბერშებაში; ადგნენ აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი, და დაბრუნდნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში.
პარალელური ადგილები: შესაქმე 21:30
- შესაქმე 31:52მოწმე იყოს ეს გორა, მოწმე იყოს ეს სვეტი, რომ არც მე გადმოვლახავ შენკენ ამ გორას და არც შენ გადმოლახავ ჩემკენ ამ გორას და ამ სვეტს საბოროტოდ.
- იესო ნავეს ძე 24:27უთხრა იესომ მთელ ერს: აჰა, ეს ქვა იყოს ჩვენს მოწმედ, რადგან მან მოისმინა ყოველი სიტყვა, რაც უფალმა გვითხრა ჩვენ. იყოს თქვენს მოწმედ, რათა არ უარყოთ თქვენი ღმერთი.
- შესაქმე 31:44მოდი, შევკრათ კავშირი მე და შენ და ეს იყოს მოწმე ჩემსა და შენს შორის.
- შესაქმე 31:48თქვა ლაბანმა. ეს გორა იყოს მოწმედ დღეს ჩვენ შორის; ამიტომ ეწოდა სახელად გალაადი
- იესო ნავეს ძე 22:27არამედ იმისათვის, რომ მოწმე იყოს ჩვენ და თქვენ შორის, ჩვენს მომავალ თაობებს შორის, რომ ჩვენც ვემსახურებოდით უფალს ჩვენი აღსავლენით, საკლავით და სამადლობელით, რომ არ უთხრან ხვალ თქვენმა შვილებმა ჩვენს შვილებს, წილი არა გაქვთო უფალში.
- იესო ნავეს ძე 22:28ვიფიქრეთ: როცა ასე გვეტყვიან ჩვენ და ჩვენ შემდგომ თაობას, მივუგებთ: აჰა, უფლის სამსხვერპლო, რომელიც ჩვენმა მამა-პაპამ ააშენა არა აღსავლენისათვის და საკლავისთვის, არამედ რათა მოწმე ყოფილიყო იგი ჩვენ და თქვენ შორის.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 21
სრულად წაიკითხე: შესაქმე 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში