
შესაქმე 22:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და უთხრა: თავს გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე, რაკი მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის,
შესაქმე 22:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 16 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის პარასკევი (მწუხრი).
შესაქმე 22:16 კონტექსტში
22:14უწოდა აბრაამმა სახელად ამ ადგილს: ღმერთი გამოაჩენს. ამიტომ ითქმის დღეს: მთაზე უფალი გამოჩნდა.
22:15მეორეგზის მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს ციდან
22:16და უთხრა: თავს გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე, რაკი მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის,
22:17კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით; დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა შენს მტერთა ქალაქებს;
22:18იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა.
პარალელური ადგილები: შესაქმე 22:16
- ლუკას სახარება 1:73თანახმად ფიცისა, რომლითაც შეჰფიცა მამას ჩვენსას აბრაამს, რომ მოგვცემდა ჩვენ,
- ფსალმუნები 105:9რომელიც დაუდო აბრაამს, და თავისი ფიცი ისაკთან.
- ებრაელთა მიმართ 6:13რადგანაც ღმერთმა, როცა აბრაამს აძლევდა აღთქმას, რაკიღა თავისზე უმეტესი არავინ ჰყავდა დასაფიცარი, თავისი თავი დაიფიცა,
- ებრაელთა მიმართ 6:14და უთხრა: „ჭეშმარიტად, კურთხევით გაკურთხებ შენ, და გამრავლებით გამრავლებ შენ“.
- იერემია 51:14თავისი თავი დაიფიცა ცაბაოთ უფალმა: აგავსებ ხალხით კალიასავით და გამარჯვების ყიჟინას დასცემენ შენს თავზე.
- რომაელთა მიმართ 4:13ვინაიდან აბრაამს და მის თესლს რჯულით როდი მიეცა აღთქმა, ყოფილიყო ქვეყნის მემკვიდრე, არამედ რწმენის სიმართლით.
- რომაელთა მიმართ 4:14რადგან თუ მემკვიდრენი რჯულისაგან არიან, ამაოა რწმენა და ფუჭია აღთქმა.
- იერემია 49:13რადგან ჩემს თავს ვფიცავ, ამბობს უფალი, რომ შესაზარი, სამარცხვინო, უკაცრიელი და შესაჩვენებელი გახდება ბოცრა და უდაბნოდ გადაიქცევიან მისი დაბა-სოფლები სამარადისოდ.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 22
სრულად წაიკითხე: შესაქმე 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში