
იერემია 49:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ჩემს თავს ვფიცავ, ამბობს უფალი, რომ შესაზარი, სამარცხვინო, უკაცრიელი და შესაჩვენებელი გახდება ბოცრა და უდაბნოდ გადაიქცევიან მისი დაბა-სოფლები სამარადისოდ.
იერემია 49:13 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 49:13 კონტექსტში
49:11დასტოვე შენი ობლები, მე ვარჩენ მათ; ჩემი იმედი ჰქონდეთ შენს ქვრივებს.
49:12რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, იმან დასცალა თასი, ვისაც მისი შესმა არ ედო ვალად, შენ კი გინდა დაუსჯელი დამრჩე? არ დარჩები დაუსჯელი, უეჭველად შესვამ.
49:13რადგან ჩემს თავს ვფიცავ, ამბობს უფალი, რომ შესაზარი, სამარცხვინო, უკაცრიელი და შესაჩვენებელი გახდება ბოცრა და უდაბნოდ გადაიქცევიან მისი დაბა-სოფლები სამარადისოდ.
49:14ხმა მომწვდა უფლისგან და მაცნეები დაეგზავნათ ხალხებს: შეიკრიბეთ და წადით მის წინააღმდეგ, აღდექით საბრძოლველად!
49:15რადგან, აჰა, დაგამცირე ხალხთა შორის, საძულველი ხარ ადამის მოდგმაში.
პარალელური ადგილები: იერემია 49:13
- შესაქმე 36:33მოკვდა ბელაყი და გამეფდა მის ნაცვლად იობაბი, ზერახის ძე, ბოცორელი.
- შესაქმე 22:16და უთხრა: თავს გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე, რაკი მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის,
- ესაია 34:6უფლის მახვილი სავსეა სისხლით, გაპოხილია ქონით, კრავთა და თიკანთა სისხლით, კერძების თირკმელთა ქონით; რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს უფალს ბოცრაში და დიდი ხოცვა ედომის მიწაზე.
- ამოსი 6:8დაიფიცა უფალმა ღმერთმა თავისი თავი, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: მძულს იაკობის ამპარტავნობა და მეზიზღება მისი დარბაზები; ამიტომაც გავცემ ქალაქს და მის სისავსეს.
- ესაია 34:9მისი ხევები კუპრად გადიქცევა და მისი მტვერი - გოგირდად, მისი მიწა მოგიზგიზე კუპრი გახდება.
- ესაია 34:15აქ მოიკალათებს გველი, დაყრის კვერცხეხს, გამოჩეკავს და თავის ჩრდილში მოუყრის თავს; აქ მოიყრიან თავს ძერები სათითაოდ.
- იერემია 44:26ამიტომ ისმინე უფლის სიტყვა, მთელო იუდავ, ეგვიპტის ქვეყნად მცხოვრებო! აჰა, ჩემს დიად სახელს ვფიცავ, ამბობს უფალი, თუ ამიერიდან ერთმა იუდაელმა მაინც ახსენოს მთელ ეგვიპტეში ჩემი სახელი, ისე უფალმა იცოცხლოსო.
- ამოსი 1:12ცეცხლს წავუკიდებ თემანს და ცეცხლი შთანთქავს ბოცრას დარბაზებს.
განაგრძე კითხვა: იერემია 49
სრულად წაიკითხე: იერემია 49 · გახსენი ბიბლიის მკითხველში