
შესაქმე 24:65 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა მორჩილს: ვინ არის ის კაცი, მინდორში რომ მოდის ჩვენს შესახვედრად? თქვა მორჩილმა; ჩემი პატრონია. აიღო ქალმა რიდე და ჩამოიფარა.
შესაქმე 24:65 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 24:65 კონტექსტში
24:63გავიდა ისაკი მინდორში სასეირნოდ საღამოხანს. გაიხედა და ხედავს, აჰა, აქლემები მოდიან.
24:64გაიხედა რებეკამ, დაინახა ისაკი და ჩამოვიდა აქლემიდან.
24:65უთხრა მორჩილს: ვინ არის ის კაცი, მინდორში რომ მოდის ჩვენს შესახვედრად? თქვა მორჩილმა; ჩემი პატრონია. აიღო ქალმა რიდე და ჩამოიფარა.
24:66უამბო მორჩილმა ისაკს ყველაფერი, რაც გააკეთა.
24:67შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და შეირთო ცოლად. შეუყვარდა იგი ისაკს და დედის გამო მწუხარება გაუქარვდა.
პარალელური ადგილები: შესაქმე 24:65
- ტიმოთეს მიმართ ა 2:9ასევე ქალებიც, ღირსეულად მოსილნი, კდემითა და უმანკოებით იმკობდნენ თავს; არა თმაწნულობით, არც ოქროთი თუ მარგალიტით, ანდა ძვირფასი სამოსით,
- კორინთელთა მიმართ ა 11:5და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუბურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, რადგანაც ეს იგივეა, რომ თავგადაპარსული იყოს.
- კორინთელთა მიმართ ა 11:6ხოლო თუ ქალი თავს არ იბურავს, თმა შეიკვეცოს; მაგრამ თუ ქალს თმის შეკვეცა ან გაპარსვა ერცხვინება, თავი დაიბუროს.
- კორინთელთა მიმართ ა 11:10ამიტომაც მართებს ქალს ფლობის ნიშანი ჰქონდეს თავზე ანგელოზების გულისთვის.
- შესაქმე 20:16სარას უთხრა: აჰა, ათასი ვერცხლი მივეცი შენს ძმას. ამან მოგწმინდოს ნამუსი ყველას წინაშე, ვინც შენთან არის. ყველასთან გამართლებული ხარ!
განაგრძე კითხვა: შესაქმე 24
სრულად წაიკითხე: შესაქმე 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში