
შესაქმე 24:67 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და შეირთო ცოლად. შეუყვარდა იგი ისაკს და დედის გამო მწუხარება გაუქარვდა.
შესაქმე 24:67 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 24:67 კონტექსტში
24:65უთხრა მორჩილს: ვინ არის ის კაცი, მინდორში რომ მოდის ჩვენს შესახვედრად? თქვა მორჩილმა; ჩემი პატრონია. აიღო ქალმა რიდე და ჩამოიფარა.
24:66უამბო მორჩილმა ისაკს ყველაფერი, რაც გააკეთა.
24:67შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და შეირთო ცოლად. შეუყვარდა იგი ისაკს და დედის გამო მწუხარება გაუქარვდა.
პარალელური ადგილები: შესაქმე 24:67
- შესაქმე 38:12კარგა ხანმა განვლო და მოკვდა შუაყის ასული, იუდას ცოლი. გამოიგლოვა იგი იუდამ და თიმნაში წავიდა თავისი ცხვრის მპარსველებთან, თან წაიყოლა ყადულამელი მოყვასი ხირა.
- შესაქმე 23:1იცოცხლა სარამ ას ოცდაშვიდი წელი, ეს არის სარას სიცოცხლის წლები.
- შესაქმე 23:2მოკვდა სარა კირიათ-არბეში, აწინდელ ხებრონში, ქანაანის ქვეყნად. მივიდა აბრაამი სარას საგლოვად და დასატირებლად.
- შესაქმე 37:35ანუგეშებდნენ იაკობს მისი ვაჟები და ასულები, მაგრამ არ სურდა ნუგეში და ამბობდა: მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში! დასტიროდა მას მამამისი.
- ეფესელთა მიმართ 5:22ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.
- ეფესელთა მიმართ 5:33ასევე ყოველ თქვენგანსაც თავისი თავივით უყვარდეს ცოლი, ხოლო ცოლს ეშინოდეს ქმრისა.
- შესაქმე 29:18შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა ლაბანს: შვიდ წელიწადს გემსახურები რახელისთვის, შენი უმცროსი ასულისთვის.
- კორინთელთა მიმართ ბ 11:1რა იქნება, ცოტათი მაინც რომ იტანდეთ ჩემს უგუნურებას?! მაგრამ ამიტანეთ.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 24
სრულად წაიკითხე: შესაქმე 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში