
შესაქმე 25:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ მისცა იაკობმა ესავს პური და ცერცვის შეჭამადი. ჭამა, სვა, ადგა და წავიდა. არად ჩააგდო ესავმა პირმშოება.
შესაქმე 25:34 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 25:34 კონტექსტში
25:32თქვა ესავმა: სიკვდილის პირას ვარ და რაღად მინდა პირმშოება.
25:33უთხრა იაკობმა: ახლავე შემომფიცე. შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს პირმშოება.
25:34მაშინ მისცა იაკობმა ესავს პური და ცერცვის შეჭამადი. ჭამა, სვა, ადგა და წავიდა. არად ჩააგდო ესავმა პირმშოება.
პარალელური ადგილები: შესაქმე 25:34
- ებრაელთა მიმართ 12:16რათა არ იყოს თქვენ შორის მემრუშე ან ღვთის გარეგანი, როგორც ესავი, ერთ შეჭამადზე რომ გაცვალა თავისი პირმშოობა.
- ებრაელთა მიმართ 12:17რაკიღა იცით, რომ შემდეგ, როცა მოისურვა დაემკვიდრებინა კურთხევა, უარყოფილ იქნა და ვეღარაფერი გააწყო სინანულით, თუმცაღა ცრემლით ითხოვდა მიტევებას.
- კორინთელთა მიმართ ა 15:32თუ ეფესოში კაცურად ვებრძოდი მხეცებს, რას მარგებს, თუკი მკვდრები არ აღდგებიან? ვჭამოთ და ვსვათ, რადგანაც ხვალ აღარ ვიქნებით.
- ესაია 22:13მაგრამ, აჰა, ლხინი და სიხარულია, ხარების ჟლეტა და ცხვრების ხოცვა, ხორცის ჭამა და ღვინის სმა. ვჭამოთ და ვსვათო, ხვალ მაინც დავიხოცებითო.
- ფილიპელთა მიმართ 3:18რადგანაც ბევრნი, ვის შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, ახლა კი ტირილით გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები,
- ფილიპელთა მიმართ 3:19რომელთა ბოლო წარწყმედაა, ღმერთი - მუცელი, დიდება კი - სირცხვილი, რადგანაც მიწიერზე ფიქრობენ.
- ლუკას სახარება 14:18მაგრამ ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. ერთმა თქვა: ყანა ვიყიდე; უეჭველად უნდა მივიდე და დავხედო, გთხოვ, მაპატიო.
- ლუკას სახარება 14:20მესამემ თქვა: ცოლი შევირთე და ამიტომ ვერ გეახლები.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 25
სრულად წაიკითხე: შესაქმე 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში