
ლუკას სახარება 14:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მესამემ თქვა: ცოლი შევირთე და ამიტომ ვერ გეახლები.
ლუკას სახარება 14:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 13 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-28 კვირიაკე (სახარება).
ლუკას სახარება 14:20 კონტექსტში
14:18მაგრამ ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. ერთმა თქვა: ყანა ვიყიდე; უეჭველად უნდა მივიდე და დავხედო, გთხოვ, მაპატიო.
14:19მეორემ თქვა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ: გთხოვ, მაპატიო.
14:20მესამემ თქვა: ცოლი შევირთე და ამიტომ ვერ გეახლები.
14:21დაბრუნდა მონა და ყველაფერი მოახსენა პატრონს. მაშინ განრისხდა სახლის პატრონი და უთხრა თავის მონას: დაიარე სასწრაფოდ ქალაქის მოედნები და ქუჩები და მომგვარე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი და ბრმანი.
14:22მონამ უთხრა: ბატონო, შევასრულე შენი ბრძანება, მაგრამ მაინც გვრჩება ადგილი.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 14:20
- მეორე სთვლისაება 24:5თუ ვინმეს ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავს, ნუ გავა სალაშქროდ და ნურც ნურაფერი დაეკისრება მას; ერთი წლით თავისუფალი იყოს სახლისთვის და გაახაროს თავისი ცოლი, რომელიც მოიყვანა.
- კორინთელთა მიმართ ა 7:33ცოლიანი კი ქვეყნისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს ცოლს.
- ლუკას სახარება 18:29ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლი, გინდა ძმები, გინდა ცოლი, გინდა შვილები ღმრთის სასუფევლის გულისთვის,
- ლუკას სახარება 18:30და ახლავე არ მიიღოს გაცილებით მეტი, ხოლო მომავალში - საუკუნო სიცოცხლე.
- ლუკას სახარება 14:26თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.
- ლუკას სახარება 14:28რადგან თუ რომელიმე თქვენგანი მოისურვებს კოშკის აგებას, განა თავდაპირველად არ დაჯდება და გამოთვლის ხარჯს, რაც დასჭირდება მის დასრულებას?
- კორინთელთა მიმართ ა 7:29აი, რას გეტყვით ძმანო: უკვე იწურება ჟამი; ამიტომ ცოლიანები ისე იყავით, როგორც უცოლონი,
- კორინთელთა მიმართ ა 7:31ამ ქვეყნით მოსარგებლენი კი - როგორც მოზარალენი, ვინაიდან წარმავალია საწუთროს ხატი.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 14
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში