
შესაქმე 25:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მისცა აბრაამმა ისაკს მთელი თავისი საბადებელი.
შესაქმე 25:5 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 25:5 კონტექსტში
25:3იაკშანს შეეძინა შება და დედანი; დედანის შვილები იყვნენ: აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი.
25:4მადიანის შვილები: ღეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და ელდაღა. ყველა ესენი კეტურას შვილები არიან.
25:5მისცა აბრაამმა ისაკს მთელი თავისი საბადებელი.
25:6ხოლო თავის ხარჭების შვილებს აბრაამმა საჩუქრები დაურიგა და თავის სიცოცხლეშივე მოაშორა ისინი ისაკს, თავის ძეს, და გაუშვა აღმოსავლეთისკენ, აღმოსავლეთის მხარეში.
25:7აბრაამის სიცოცხლის ხანი, რაც იცოცხლა, იყო ას სამოცდათხუთმეტი წელი.
პარალელური ადგილები: შესაქმე 25:5
- შესაქმე 24:36უშვა ჩემს პატრონს სარამ, მისმა ცოლმა სიბერეში შვილი, რომელსაც მისცა ჩემმა პატრონმა მთელი თავისი საბადებელი.
- ებრაელთა მიმართ 1:2ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი,
- ფსალმუნები 68:18შენ ახვედი მაღლა, დააბრუნე ტყვე, წამოიღე ძღვენი ადამიანისათვის, და ურჩებთანაც დაისადგურა უფალმა ღმერთმა.
- კოლასელთა მიმართ 1:19რადგანაც კეთილინება მამამ, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სავსება,
- რომაელთა მიმართ 8:32ის, ვინც თავისი ძეც არ დაინდო, არამედ ყველა ჩვენგანისთვის გასწირა იგი, როგორღა არ მოგვანიჭებს მასთან ერთად ყოველს?
- კორინთელთა მიმართ ა 3:21მაშ, ნურავინ იქადის კაცთა შორის, რადგანაც ყველაფერი თქვენია:
- კორინთელთა მიმართ ა 3:23ხოლო თქვენ ქრისტესნი ხართ, ქრისტე კი - ღვთისა.
- იოანე 3:35მამას უყვარს ძე და ყველაფერი ხელთ მისცა მას.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 25
სრულად წაიკითხე: შესაქმე 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში