გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

რომაელთა მიმართ 8:32: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

9 interpreters აპლიკაციაში

რომაელთა მიმართ 8:32

ის, ვინც თავისი ძეც არ დაინდო, არამედ ყველა ჩვენგანისთვის გასწირა იგი, როგორღა არ მოგვანიჭებს მასთან ერთად ყოველს?

რომაელთა მიმართ 8:32 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 24 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-5 კვირის შაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 8:32

9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “მხოლოდ ის კი არა, რომ გაგვამართლა, გვიდიდნა და იმ ხატის შესაბამისნი გაგვხადა, არამედ ძეც არ დაგვინდო ჩვენთვის. ამიტომაც დასძინა: ‘რომელმანცა საკუთარი ძე თჳსი არა დაირიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარმცა მის თანა ყოველივე არა მომცა ჩუენ?’ (რომ. 8:32).”

    მთელი განმარტება

    მხოლოდ ის კი არა, რომ გაგვამართლა, გვიდიდნა და იმ ხატის შესაბამისნი გაგვხადა, არამედ ძეც არ დაგვინდო ჩვენთვის. ამიტომაც დასძინა: “რომელმანცა საკუთარი ძე თჳსი არა დაირიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარმცა მის თანა ყოველივე არა მომცა ჩუენ?” (რომ. 8:32).

    მოციქული დიდი გულმოდგინებითა და სიყვარულით მეტყველებს, რათა გვიჩვენოს ღვთის სიყვარული. როგორ მიგვატოვებს ღმერთი ჩვენ, რომელთათვისაც არ დაიშურა თავისი ძე, არამედ ყველასთვის გასწირა იგი? ჩასწვდი, რაოდენ დიდია წყალობა, არ დაიშურო საკუთარი ძე, არამედ გასწირო, თანაც ყველაზე უმნიშვნელო, უმადურ, მტრულად განწყობილ, მგმობელ ადამიანთა სანაცვლოდ.

    ისააკში მხოლოდ აჩრდილი გამოჩნდა (დაბ. 22:2-13), ხოლო შემდგომ ჭეშმარიტება გაცილებით აღმატებულად გაცხადდა: მთელი მსოფლიოს გამოსახსნელად მსხვერპლად შეწირულ იქნა სიტყვიერი კრავი. მან იხსნა ადამიანები ბნელისაგან და ჭეშმარიტებას დაუბრუნა. მან მიწა ზეცად აქცია, არა ელემენტთა ბუნების შეცვლით, არამედ მიწიერ ადამიანებში ზეციური ცხოვრების დამკვიდრებით. მის მიერ დაინგრა დემონთა ყოველგვარი მსახურება. მისი წყალობით, ადამიანები აღარ სცემენ თაყვანს ქვებსა და მორებს, გონიერებით შემკულნი კი უგრძნობ კერპებს აღარ ეთაყვანებიან. ყოველგვარი ბნელი განდევნილ იქნა და ჭეშმარიტების ნათელმა გაანათა სამყარო. ხედავ ჭეშმარიტების აღმატებულებას? ხედავ, რა არის აჩრდილი და რა არის ჭეშმარიტება?

    (წმ. იოანე ოქროპირი, ჰომილიები დაბადების წიგნზე)

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. ამბროსი მედიოლანელი4 საუკუნე
  4. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  5. კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე
  6. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  7. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  8. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  9. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 9

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

რომაელთა მიმართ 8:32 კონტექსტში

8:30ხოლო რომელნიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელნიც იხმო, იგივენი გაამართლა, და რომელნიც გაამართლა, იგივენი განადიდა.

8:31მერედა, რას ვიტყვით ამაზე? თუკი ღმერთი ჩვენკენაა, მაშ, ვინღაა ჩვენ წინააღმდეგ?

8:32ის, ვინც თავისი ძეც არ დაინდო, არამედ ყველა ჩვენგანისთვის გასწირა იგი, როგორღა არ მოგვანიჭებს მასთან ერთად ყოველს?

8:33ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულთ? თვით ღმერთი ამართლებს მათ.

8:34ანდა ვინ არის მსჯავრმდები? ქრისტე იესო მოკვდა, მაგრამ აღდგა კიდეც: იგია ღვთის მარჯვნივ, იგია მეოხი ჩვენი.

პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 8:32

განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 8

სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში