
შესაქმე 26:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აღმართა იქ სამსხვერპლო და ახსენა უფლის სახელი. დასცა იმ ადგილას კარავი და იქაც ამოიღეს ჭა ისაკის მორჩილებმა.
შესაქმე 26:25 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 26:25 კონტექსტში
26:23დაიძრა იქიდან ბერშებასაკენ.
26:24გამოეცხადა იმ ღამით უფალი და უთხრა: მე ვარ აბრაამის, მამაშენის ღმერთი; ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ. გაკურთხებ, გაგიმრავლებ შთამომავლობას აბრაამის, ჩემი მორჩილის გულისათვის.
26:25აღმართა იქ სამსხვერპლო და ახსენა უფლის სახელი. დასცა იმ ადგილას კარავი და იქაც ამოიღეს ჭა ისაკის მორჩილებმა.
26:26მოვიდნენ მასთან გერარიდან აბიმელექი, მისი მოყვარე ახუზათი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი.
26:27უთხრა მათ ისაკმა: რისთვის მოხვედით ჩემთან? აკი შემიძულეთ და მომიშორეთ?
პარალელური ადგილები: შესაქმე 26:25
- შესაქმე 13:18აიყარა აბრამი, წავიდა და მამრეს მუხნარში დაესახლა, ხებრონის მახლობლად. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს.
- ფსალმუნები 116:17შენ შემოგწირავ ქების შესაწირავს და უფლის სახელს მოვუხმობ.
- შესაქმე 12:7გამოეცხადა უფალი აბრამს. და უთხრა: შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს, რიამელიც გამოეცხადა მას.
- შესაქმე 12:8გაემართა იქიდან მთისკენ, ბეთილის აღმოსავლეთით და გაშალა კარავი; ბეთილი დასავლეთით ემხრო, ხოლო ჰაღაი - აღმოსავლეთით. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს და ახსენა უფლის სახელი.
- შესაქმე 13:4სამსხვერპლომდე, რომელიც ააგო თავდაპირველად; აქ ახსენა აბრამმა უფლის სახელი.
- გამოსვლა 17:15ააგო მოსემ სამსხვერპლო და უწოდა სახელად ადონაი-ნისი (უფალი - ალამი ჩემი).
- შესაქმე 22:9მიადგნენ იმ ადგილს, ღმერთმა რომ უთხრა, და აღმართა იქ აბრაამმა სამსხვერპლო, დააწყო შეშა, შეკრა ისაკი, თავისი შვილი, და დასვა იგი სამსხვერპლოზე, შეშის ზემოთ.
- შესაქმე 33:20აღმართა იქ სამსხვერპლო და უწოდა მას: ელი, ღმერთი ისრაელისა.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 26
სრულად წაიკითხე: შესაქმე 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში