
შესაქმე 13:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სამსხვერპლომდე, რომელიც ააგო თავდაპირველად; აქ ახსენა აბრამმა უფლის სახელი.
შესაქმე 13:4 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 13:4 კონტექსტში
13:2ძალზე მდიდარი იყო აბრამი ჯოგითა და ოქრო-ვერცხლით.
13:3გაუდგა გზას ნეგებიდან და იარა ბეთილამდე, იმ ადგილამდე, სადაც ადრე კარავი ედგა ბეთილსა და ჰაღაის შორის,
13:4სამსხვერპლომდე, რომელიც ააგო თავდაპირველად; აქ ახსენა აბრამმა უფლის სახელი.
13:5ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მგზავრობდა, ჰყავდა ცხვარ-ძროხა და ჰქონდა კარვები.
13:6ვერ იტევდა მათ ის ქვეყანა ერთად საცხოვრებლად, რადგან დიდძალი ქონება ჰქოადათ და არ შეეძლოთ ერთად ცხოვრება.
პარალელური ადგილები: შესაქმე 13:4
- იერემია 29:12მომიხმობთ, მოხვალთ, შემევედრებით და მე მოგისმენთ თქვენ.
- შესაქმე 12:7გამოეცხადა უფალი აბრამს. და უთხრა: შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს, რიამელიც გამოეცხადა მას.
- შესაქმე 12:8გაემართა იქიდან მთისკენ, ბეთილის აღმოსავლეთით და გაშალა კარავი; ბეთილი დასავლეთით ემხრო, ხოლო ჰაღაი - აღმოსავლეთით. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს და ახსენა უფლის სახელი.
- ესაია 58:9მაშინ მოუხმობ და ხმას გაგცემს უფალი; შეჰღაღადებ და იტყვის: აქ ვარ! თუ შეწყვეტ ჩაგვრას, ცილისწამებას და ავსიტყვაობას;
- ეფესელთა მიმართ 6:18ყოველგვარი ლოცვა-ვედრებით დღენიადაგ ილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის,
- ეფესელთა მიმართ 6:19ისევე, როგორც ჩემთვის, რათა მომეცეს სიტყვა და ჩემი პირით თამამად ვიქადაგო სახარების საიდუმლო,
- ფსალმუნები 65:1გუნდის ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა. გალობა. შენ შეგშვენის ხოტბა, ღმერთო, სიონზე, და შენ აგისრულებენ აღთქმას.
- ფსალმუნები 65:2მომსმენო ლოცვისა, შენთან მოვა ყველა ხორციელი.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 13
სრულად წაიკითხე: შესაქმე 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში