
შესაქმე 27:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვერ იცნო, რადგან ხელები თავისი ძმის, ესავის ხელებივით ბანჯგვლიანი ჰქონდა, და აკურთხა იგი,
შესაქმე 27:23 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 19 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის ორშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 27:23 კონტექსტში
27:21უთხრა ისაკმა იაკობს: მომიახლოვდი, ხელი მოგისვა, შვილო; მართლა ჩემი შვილი ესავი ხარ თუ არა.
27:22მიუახლოვდა იაკობი მამამისს, ისაკს. მან ხელი შეავლო და თქვა: ხმა იაკობის ხმაა, ხელები კი ესავის ხელებია!
27:23ვერ იცნო, რადგან ხელები თავისი ძმის, ესავის ხელებივით ბანჯგვლიანი ჰქონდა, და აკურთხა იგი,
27:24უთხრა: ესავი ხარ, ჩემი შვილი? მიუგო: მე ვარ.
27:25მომაწოდე, შევჭამო ეგ ნანადირევი, შვილო, რომ გაკურთხოს ჩემმა სულმა. მიაწოდა, შეჭამა; ღვინო მიუტანა, შესვა.
პარალელური ადგილები: შესაქმე 27:23
- ებრაელთა მიმართ 11:20რწმენით აკურთხა ისააკმა იაკობი და ესავი მომავლისათვის.
- შესაქმე 27:16ხელები და უბანლო კისერი კი თიკნის ტყავით დაუფარა.
- რომაელთა მიმართ 9:11მაგრამ ჯერ კიდევ არ შობილიყვნენ მისი ძენი და არც არაფერი ჩაედინათ - არც კარგი და არც ცუდი (რათა აღსრულებულიყო განზრახვა ღვთისა მისი არჩევანის თანახმად,
- რომაელთა მიმართ 9:12საქმეთა მიხედვით კი არა, არამედ მხმობელის ნებით), რომ ქალს ეუწყა: „უფროსი დაემონება უმცროსს“.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 27
სრულად წაიკითხე: შესაქმე 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში