
შესაქმე 27:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა: ესავი ხარ, ჩემი შვილი? მიუგო: მე ვარ.
შესაქმე 27:24 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 19 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის ორშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 27:24 კონტექსტში
27:22მიუახლოვდა იაკობი მამამისს, ისაკს. მან ხელი შეავლო და თქვა: ხმა იაკობის ხმაა, ხელები კი ესავის ხელებია!
27:23ვერ იცნო, რადგან ხელები თავისი ძმის, ესავის ხელებივით ბანჯგვლიანი ჰქონდა, და აკურთხა იგი,
27:24უთხრა: ესავი ხარ, ჩემი შვილი? მიუგო: მე ვარ.
27:25მომაწოდე, შევჭამო ეგ ნანადირევი, შვილო, რომ გაკურთხოს ჩემმა სულმა. მიაწოდა, შეჭამა; ღვინო მიუტანა, შესვა.
პარალელური ადგილები: შესაქმე 27:24
- კოლასელთა მიმართ 3:9ნუ ეცრუებით ერთმანეთს, რაკიღა უკვე შემოიძარცვეთ ძველი კაცი მისი ყოველი საქმითურთ,
- ეფესელთა მიმართ 4:25მაშ, განიშორეთ სიცრუე და თითოეული თქვენგანი ჭეშმარიტებას აუწყებდეს თავის მოყვასს, რადგანაც ერთმანეთის ასოები ვართ.
- იგავესნი 12:22ცრუ ბაგეები სიბილწეა უფლის წინაშე, ჭეშმარიტების მოქმედნი კი სათნონი არიან მისთვის.
- იგავესნი 30:8სიცრუე და ტყუილი მაშორე, ნურც სიღარიბეს მიმცემ და ნურც სიმდიდრეს, საარსებო პურით მასაზრდოვე,
- რომაელთა მიმართ 3:7მაგრამ თუ ჩემი სიცრუით კიდევ უფრო მაღლდება ღვთის ჭეშმარიტება მის სადიდებლად, რატომღა განვისჯები, როგორც ცოდვილი?
- რომაელთა მიმართ 3:8მაშინ რატომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა გამოვიდეს მართალი, როგორც ავსიტყვაობენ ჩვენზე ზოგ-ზოგნი და ამბობენ, რომ ამას ვასწავლით. განა სამართლიანი არ იქნება მათი განკითხვა?
- იობი 15:5რადგან უკეთურება წვრთნის შენს ბაგეებს და ცბიერთა ენა აგირჩევია;
- იგავესნი 12:19მართალი ბაგე სამარადისოდ რჩება, მატყუარა ენა კი - წამიერია.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 27
სრულად წაიკითხე: შესაქმე 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში