
შესაქმე 28:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაინახა ესავმა, რომ არ მოსწონდა მამამისს, ისაკს, ქანაანელი ქალები.
შესაქმე 28:8 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 28:8 კონტექსტში
28:6დაინახა ესავმა, რომ აკურთხა ისაკმა იაკობი და გაუშვა იგი ფადან-არამში ცოლის მოსაყვანად და რომ კურთხევისას უბრძანა, არ მოეყვანა ცოლი ქანაანელთაგან,
28:7და რომ დაუჯერა იაკობმა დედ-მამას და წავიდა ფადან-არამში.
28:8დაინახა ესავმა, რომ არ მოსწონდა მამამისს, ისაკს, ქანაანელი ქალები.
28:9წავიდა ესავი ისმაელთან და მოიყვანა ცოლად მახალათი, აბრაამის ძის, ისმაელის ასული, ნებაიოთის დაი, სხვა ცოლების გვერდით.
პარალელური ადგილები: შესაქმე 28:8
- შესაქმე 24:3გაფიცებ უფალს, ღმერთს ცისას და ღმერთს მიწისას. არ მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ;
- შესაქმე 26:34ორმოცი წლისა იყო ესავი, როცა მოიყვანა ცოლად ივდითი, ბეერ ხეთელის ასული, და ბასმათი, ელონ ხეთელის ასული.
- შესაქმე 26:35ამ ქალებმა სული შეუწუხეს ისაკს და რებეკას.
- მეფეთა ა 8:6არ მოეწონა ეს ამბავი სამუელს, როცა თქვეს, მეფე მოგვეციო მსაჯულად. მაშინ შეევედრა სამუელი უფალს.
- შესაქმე 28:1მოიხმო ისაკმა იაკობი, აკურთხა და დაარიგა: ნუ მოიყვან ცოლს ქანაანელთაგან.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 28
სრულად წაიკითხე: შესაქმე 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში