
შესაქმე 28:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წავიდა ესავი ისმაელთან და მოიყვანა ცოლად მახალათი, აბრაამის ძის, ისმაელის ასული, ნებაიოთის დაი, სხვა ცოლების გვერდით.
შესაქმე 28:9 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 28:9 კონტექსტში
28:7და რომ დაუჯერა იაკობმა დედ-მამას და წავიდა ფადან-არამში.
28:8დაინახა ესავმა, რომ არ მოსწონდა მამამისს, ისაკს, ქანაანელი ქალები.
28:9წავიდა ესავი ისმაელთან და მოიყვანა ცოლად მახალათი, აბრაამის ძის, ისმაელის ასული, ნებაიოთის დაი, სხვა ცოლების გვერდით.
28:10გავიდა იაკობი ბერშებიდან და გაემართა ხარანს.
28:11მიადგა ერთ ადგილს და იქ დაიღამა, რადგან მზე ჩასული იყო. აიღო ერთი ლოდი იმ ადგილიდან, დაიდო სასთუმლად და დაწვა იმ ადგილას.
პარალელური ადგილები: შესაქმე 28:9
- შესაქმე 36:3და ბასმათი, ისმაელის ასული, ნებაიოთის და.
- შესაქმე 25:13ეს არის ისმაელის ძეთა სახელები, სახელდებით მათი მოდგმისდა მიხედვით: ისმაელის პირმშო ნებაიოთი, მერე კედარი, ადბეელი და მიბსამი,
- შესაქმე 25:17ისმაელის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი. აღესრულა იგი და მოკვდა და შეერთო თავის ხალხს.
- შესაქმე 36:13რეღუელის ძენი: ნანათი, ზერახი, შამა და მიზა. ესენი იყვნენ ძენი ბასმათისა, ესავის ცოლისა.
- შესაქმე 26:34ორმოცი წლისა იყო ესავი, როცა მოიყვანა ცოლად ივდითი, ბეერ ხეთელის ასული, და ბასმათი, ელონ ხეთელის ასული.
- შესაქმე 36:18აჰა, ძენი ოჰოლიბამასი, ესავის ცოლისა: თავკაცი იეყუში, თავკაცი იაღლამი, თავკაცი კორახი; ესენი არიან ოჰოლიბამიანთ თავკაცნი, ყანას ასულისა, ესავის ცოლისა.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 28
სრულად წაიკითხე: შესაქმე 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში