
შესაქმე 29:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოუცხადა იაკობმა რახელს, მამაშენის სახლიკაცი ვარ, რებეკას შვილი ვარო. გაიქცა ქალი და მამას შეატყობინა.
შესაქმე 29:12 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 29:12 კონტექსტში
29:10როგორც კი დაინახა იაკობმა რახელი, თავისი დედისძმის, ლაბანის ასული, და მისი ცხვარი, მივიდა ჭასთან, გადააგორა ლოდი და დაარწყულა თავისი დედისძმის, ლაბანის, ცხვარი.
29:11აკოცა იაკობმა რახელს და ხმამაღლა ატირდა.
29:12გამოუცხადა იაკობმა რახელს, მამაშენის სახლიკაცი ვარ, რებეკას შვილი ვარო. გაიქცა ქალი და მამას შეატყობინა.
29:13რომ გაიგო ლაბანმა თავისი დისწულის, იაკობის, მოსვლის ამბავი, გამოიქცა მის შესაგებებლად, გადაეხვია, გადაკოცნა და სახლში შეიყვანა. მანაც ყველაფერი უამბო ლაბანს.
29:14უთხრა ლაბანმა: ნამდვილად ჩემი ძვალი და ხორცი ხარ. და დარჩა მასთან იაკობი მთელი ერთი თვე.
პარალელური ადგილები: შესაქმე 29:12
- შესაქმე 24:28გაიქცა ყმაწვილი ქალი და თავისი დედის სახლში შეატყობინა ეს ამბავი.
- შესაქმე 13:8უთხრა აბრამმა ლოტს: ნუ იქნება ცილობა ჩვენში, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან სახლიკაცები ვართ.
- შესაქმე 14:14როდესაც შეიტყო აბრამმა, რომ მისი სახლიკაცი ლოტი დაეტევევებინათ, აღჭურვა თავის სახლში დაბადებული სამას თვრამეტი გამოცდილი კაცი და სდია დანამდე.
- შესაქმე 14:16დაიბრუნა მთელი ქონება, დაიბრუნა ლოტიც მისი ქონებითურთ, დედაწულნიცა და ხალხიც.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 29
სრულად წაიკითხე: შესაქმე 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში