
შესაქმე 29:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა ლაბანმა: ნამდვილად ჩემი ძვალი და ხორცი ხარ. და დარჩა მასთან იაკობი მთელი ერთი თვე.
შესაქმე 29:14 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 29:14 კონტექსტში
29:12გამოუცხადა იაკობმა რახელს, მამაშენის სახლიკაცი ვარ, რებეკას შვილი ვარო. გაიქცა ქალი და მამას შეატყობინა.
29:13რომ გაიგო ლაბანმა თავისი დისწულის, იაკობის, მოსვლის ამბავი, გამოიქცა მის შესაგებებლად, გადაეხვია, გადაკოცნა და სახლში შეიყვანა. მანაც ყველაფერი უამბო ლაბანს.
29:14უთხრა ლაბანმა: ნამდვილად ჩემი ძვალი და ხორცი ხარ. და დარჩა მასთან იაკობი მთელი ერთი თვე.
29:15უთხრა ლაბანმა იაკობს: ჩემი სახლიკაცი რომ ხარ, უსასყიდლოდ ხომ არ უნდა მემსახურო? მითხარი, რა მოგცე ქირად?
29:16ორი ასული ჰყავდა ლაბანს; უფროსს სახელად ლეა ერქვა, უმცროსს - რახელი.
პარალელური ადგილები: შესაქმე 29:14
- მეფეთა ბ 19:12ჩემი ძმები ხართ თქვენ, ჩემი ძვალი და ხორცი, რატომღა აყოვნებთ მეფის დაბრუნებას თავის სახლში?
- მეფეთა ბ 19:13ყამასას უთხარი: განა ჩემი ძვალი და ხორცი არა ხარ? ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც მომისართოს, თუ იოაბის ნაცვლად შენ არ გახდე ჩემი ჯარის სარდალი სამუდამოდ.
- მსაჯულნი 9:2სათითაოდ უთხარით ყველა შექემელს: რა გირჩევნიათ, იერუბაალის შვილები, სამოცდაათივე კაცი იყოს თქვენი ხელისუფალი, თუ მე, ერთი კაცი, გყავდეთ ხელისუფლად? გახსოვდეთ ძვალი და ხორცი ვარ თქვენი.
- შესაქმე 2:23თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
- მეფეთა ბ 5:1მოვიდა ისრაელის ყველა შტო დავითთან ხებრონს და ასე უთხრეს: აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ ყველანი.
- შესაქმე 29:12გამოუცხადა იაკობმა რახელს, მამაშენის სახლიკაცი ვარ, რებეკას შვილი ვარო. გაიქცა ქალი და მამას შეატყობინა.
- მიქა 7:5ნუ ერწმუნები ახლობელს, ნუ ენდობი მეგობარს; შენ გვერდით მწოლისგან დაიცავი შენს ბაგეთა კარი
- შესაქმე 29:15უთხრა ლაბანმა იაკობს: ჩემი სახლიკაცი რომ ხარ, უსასყიდლოდ ხომ არ უნდა მემსახურო? მითხარი, რა მოგცე ქირად?
განაგრძე კითხვა: შესაქმე 29
სრულად წაიკითხე: შესაქმე 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში