
შესაქმე 29:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მისცა ლაბანმა თავისი მხევალი ზილფა მხევლად თავის ასულს, ლეას.
შესაქმე 29:24 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 29:24 კონტექსტში
29:22შეჰყარა იმ ადგილის კაცები ლაბანმა და გამართა ლხინი.
29:23საღამო ჟამს მოჰკიდა ხელი ლეას, თავის ასულს, და მიუყვანა მას. იაკობიც შევიდა ქალთან.
29:24მისცა ლაბანმა თავისი მხევალი ზილფა მხევლად თავის ასულს, ლეას.
29:25დილა რომ გათენდა, ხედავს, ლეა არის მასთან. უთხრა ლაბანს: ეს რა მიყავი? განა რახელისთვის გემსახურებოდი? რატომ მომატყუე?
29:26უთხრა ლაბანმა: ჩვენში წესად არ არის უფროსზე ადრე უმცროსის გათხოვება.
პარალელური ადგილები: შესაქმე 29:24
- შესაქმე 16:1სარაის, აბრამის ცოლს, არ უშობია მისთვის, მაგრამ ჰყავდა სარაის ერთი ეგვიპტელი მხევალი, სახელად აგარი.
- შესაქმე 30:9დაინახა ლეამ, რომ შეუწყდა შვილიერება. აიღო და მისცა ზილფა, თავისი მხევალი, იაკობს ცოლად.
- შესაქმე 30:12უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, იაკობს მეორე ვაჟი.
- შესაქმე 46:18ესენი არიან შვილები ზილფასი, რომელიც მისცა ლაბანმა თავის ასულს, ლეას, და უშვა მან იაკობს ისინი - თექვსმეტი სული.
- შესაქმე 24:59გაისტუმრეს რებეკა, თავიანთი დაი, მისი ძიძითურთ, აბრაამის მორჩილი და მისი კაცები.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 29
სრულად წაიკითხე: შესაქმე 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში