
შესაქმე 29:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა ლაბანმა: ჩვენში წესად არ არის უფროსზე ადრე უმცროსის გათხოვება.
შესაქმე 29:26 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 29:26 კონტექსტში
29:24მისცა ლაბანმა თავისი მხევალი ზილფა მხევლად თავის ასულს, ლეას.
29:25დილა რომ გათენდა, ხედავს, ლეა არის მასთან. უთხრა ლაბანს: ეს რა მიყავი? განა რახელისთვის გემსახურებოდი? რატომ მომატყუე?
29:26უთხრა ლაბანმა: ჩვენში წესად არ არის უფროსზე ადრე უმცროსის გათხოვება.
29:27ბარემ გაასრულე შვიდეული და მერე უმცროსსაც მოგცემთ იმ სამსახურისთვის, რასაც გასწევ ჩემთან კიდევ შვიდ წელიწადს.
29:28ასეც მოიქცა იაკობი: გაასრულა შვიდეული და მისცა ლაბანმა რახელი, თავისი ასული, ცოლად.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 29
სრულად წაიკითხე: შესაქმე 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში