
შესაქმე 29:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კვლავ დაორსულდა ლეა და შვა ვაჟი და თქვა: ესმა უფალს, რომ მოძულებული ვარ, და მომცა ესეც. უწოდა ვაჟს სახელად სიმონი.
შესაქმე 29:33 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 29:33 კონტექსტში
29:31დაინახა უფალმა, რომ მოძულებული იყო ლეა და გაუხსნა მას საშო. რახელი კი ბერწი იყო.
29:32დაორსულდა ლეა და შვა ვაჟი და დაარქვა სახელად რეუბენი, რადგან თქვა: უფალმა მომხედა გაჭირვებაში, ამიერიდან შემიყვარებს ჩემი ქმარი.
29:33კვლავ დაორსულდა ლეა და შვა ვაჟი და თქვა: ესმა უფალს, რომ მოძულებული ვარ, და მომცა ესეც. უწოდა ვაჟს სახელად სიმონი.
29:34კვლავ მიუდგა ლეა და შვა ძე, და თქვა: ახლა კი შემომევლება ჩემი ქმარი, რადგან სამი ვაჟიშვილი ვუშვი. ამიტომაც უწოდა სახელად ლევი.
29:35კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი და თქვა: ახლა კი ვმადლობ უფალს. ამიტომ უწოდა ვაჟს სახელად იუდა და შეწყვიტა შობა.
პარალელური ადგილები: შესაქმე 29:33
- შესაქმე 34:25მესამე დღეს, როცა ჯერ კიდევ აწუხებდათ ჭრილობა, იაკობის ორმა ვაჟიშვილმა, სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, ხელთ იპყრეს მახვილები, გულდანდობილად დაეცნენ ქალაქს და ამოხოცეს ყველა მამრი.
- შესაქმე 30:20თქვა ლეამ: კეთილი ხვედრი მარგუნა ღმერთმა; ახლა კი შემიტკბობს ჩემი ქმარი, რადგან ექვსი ვაჟიშვილი გავუჩინე. უწოდა სახელად ვაჟს ზებულონი.
- შესაქმე 34:30უთხრა იაკობმა სიმონს და ლევის: რატომ დამღუპეთ, რატომ შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ - ქანაანელებს და ფერიზელებს. ცოტანი ვართ, შეიკრიბებიან ჩემ წინააღმდეგ და მომკლავენ; მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც.
- შესაქმე 49:5სიმონ და ლევი, ღვიძლი ძმები, ძალადობის ჭურჭელია მათი გული!
- შესაქმე 49:6მათ თათბირზე ნუმც მისულა სული ჩემი, მათ საკრებულოს ნუმც ზიარებულა ღირსება ჩემი! რადგან რისხვით მოკლეს კაცი და ბოროტი ნებით გამოძარღვეს ხარი.
- შესაქმე 30:6მაშინ თქვა რახელმა: განმსაჯა ღმერთმა და კიდევ შეისმინა ჩემი, და მომცა ვაჟი. ამიტომ უწოდა მას სახელად დანი.
- შესაქმე 42:24შეტრიალდა იოსები და ატირდა. მერე მოუბრუნდა მათ და ელაპარაკა; გამოარჩია მათგან სიმონი და მათ თვალწინ დაადო ბორკილი.
- შესაქმე 30:18თქვა ლეამ: ღმერთმა გადამიხადა სამაგიერო, იაკობს რომ მივეცი ცოლად ჩემი მხევალი. უწოდა სახელად ვაჟს ისაქარი.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 29
სრულად წაიკითხე: შესაქმე 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში