
შესაქმე 34:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა იაკობმა სიმონს და ლევის: რატომ დამღუპეთ, რატომ შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ - ქანაანელებს და ფერიზელებს. ცოტანი ვართ, შეიკრიბებიან ჩემ წინააღმდეგ და მომკლავენ; მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც.
შესაქმე 34:30 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 34:30 კონტექსტში
34:28წამოასხეს მათ ცხვარ-ძროხა და სახედრები; და ყველაფერი, რაც ქალაქში და მინდვრად ჰქონდათ, წამოიღეს.
34:29მთელი მათი დოვლათი, მათი ბავშვები და ცოლები და ყველაფერი, რაც სახლში ჰქონდათ, ხელთ იგდეს და ნადავლად წამოიღეს.
34:30უთხრა იაკობმა სიმონს და ლევის: რატომ დამღუპეთ, რატომ შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ - ქანაანელებს და ფერიზელებს. ცოტანი ვართ, შეიკრიბებიან ჩემ წინააღმდეგ და მომკლავენ; მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც.
პარალელური ადგილები: შესაქმე 34:30
- ფსალმუნები 105:12როცა ისინი თითზე ჩამოსათვლელნი იყვნენ, ცოტანი შეხიზნულები იქ,
- იესო ნავეს ძე 7:25თქვა იესომ: რაკი უბედურებას შეგვყარე, დღესვე უბედურება დაგატეხოს უფალმა. და ქვით ჩაქოლა იგი მთელმა ისრაელმა. ცეცხლი წაუკიდეს ყველას და ზედ ქვები დაახვავეს.
- გამოსვლა 5:21უთხრეს: უფალმა დაგინახოთ და განგსაჯოთ, რომ შეაძულეთ ჩვენი თავი ფარაონს და მის მსახურებს, და ჩვენს ამოსახოცად მახვილი მიეცით ხელში.
- მეფეთა ა 13:4გაიგო მთელმა ისრაელმა, რომ დაამარცხა საულმა ფილისტიმელთა სარდალი და რომ მტრად მოეკიდა ისრაელი ფილისტიმელებს, და შეიყარა ხალხი საულთან გილგალში.
- ნეშტთა შორისა ა 19:6დაინახეს ყამონიანებმა, რომ თავი შეაძულეს დავითს. გაგზავნეს ხანუნმა და ყამონიანებმა ათასი ქანქარი ვერცხლი ეტლებისა და მხედრების დასაქირავებლად შუამდინარელი არამელებისგან და მაყაქასა და ცობას არამელებისგან.
- შესაქმე 49:5სიმონ და ლევი, ღვიძლი ძმები, ძალადობის ჭურჭელია მათი გული!
- შესაქმე 49:7წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან შეუპოვარია, და მათი გულისწყრომა, რადგან სასტიკია! დავაქუცმაცებ მათ იაკობში და მიმოვფანტავ ისრაელში!
- შესაქმე 13:7ცილობა ჰქონდათ ერთმანეთში აბრამისა და ლოტის მწყემსებს. ქანაანელნი და ფერიზეველნი ცხოვრობდნენ მაშინ ქვეყანაში.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 34
სრულად წაიკითხე: შესაქმე 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში