
შესაქმე 29:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრეს: ვერ წავალთ, ვიდრე მთლიანად არ შეიყრება ფარა და ამ ლოდს არ გადმოაგორებენ ჭის პირიდან. მხოლოდ მაშინ დავარწყულებთ ცხვარს.
შესაქმე 29:8 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 29:8 კონტექსტში
29:6უთხრა: ხომ მშვიდობითაა? მიუგეს: მშვიდობითაა. აგერ, რახელიც, მისი ასული, ცხვარს მოჰყვება.
29:7უთხრა: ჯერ ხომ არ გასულა დღე, ადრეა საქონლის თავმოყრა; დაარწყულეთ ცხვარი, წაასხით და აძოვეთ.
29:8უთხრეს: ვერ წავალთ, ვიდრე მთლიანად არ შეიყრება ფარა და ამ ლოდს არ გადმოაგორებენ ჭის პირიდან. მხოლოდ მაშინ დავარწყულებთ ცხვარს.
29:9ამ ლაპარაკში იყო იაკობი, როცა მოვიდა რახელი, ლაბანის ასული, მამამისის ცხვართან ერთად, რადგან იგი მწყემსავდა მას.
29:10როგორც კი დაინახა იაკობმა რახელი, თავისი დედისძმის, ლაბანის ასული, და მისი ცხვარი, მივიდა ჭასთან, გადააგორა ლოდი და დაარწყულა თავისი დედისძმის, ლაბანის, ცხვარი.
პარალელური ადგილები: შესაქმე 29:8
- მარკოზის სახარება 16:3და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ გადმოგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო?
- ლუკას სახარება 24:2მაგრამ ლოდი სამარხიდან გადაგორებული დახვდათ.
- შესაქმე 29:3იქ იკრიბებოდა ყველა მწყემსი, გადააგორებდნენ ლოდს ჭის პირიდან და არწყულებდნენ ცხვარს. მერე ისევ დახურავდნენ ჭის პირს ამ ლოდით.
- შესაქმე 34:14უთხრეს: ვერ ვიზამთ ამ საქმეს, წინდაუცვეთელ კაცზე ვერ გავათხოვებთ ჩვენს დას, რადგან აუგია ეს ჩვენთვის.
- შესაქმე 43:32მოუტანეს საჭმელი მას ცალკე და მათ ცალკე, მასთან ერთად მეინახე ეგვიპტელებსაც ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს ებრაელებთან ერთად ეჭამათ, პური; სიბილწედ რაცხდნენ ამას ეგვიპტელნი.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 29
სრულად წაიკითხე: შესაქმე 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში