
შესაქმე 29:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამ ლაპარაკში იყო იაკობი, როცა მოვიდა რახელი, ლაბანის ასული, მამამისის ცხვართან ერთად, რადგან იგი მწყემსავდა მას.
შესაქმე 29:9 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 29:9 კონტექსტში
29:7უთხრა: ჯერ ხომ არ გასულა დღე, ადრეა საქონლის თავმოყრა; დაარწყულეთ ცხვარი, წაასხით და აძოვეთ.
29:8უთხრეს: ვერ წავალთ, ვიდრე მთლიანად არ შეიყრება ფარა და ამ ლოდს არ გადმოაგორებენ ჭის პირიდან. მხოლოდ მაშინ დავარწყულებთ ცხვარს.
29:9ამ ლაპარაკში იყო იაკობი, როცა მოვიდა რახელი, ლაბანის ასული, მამამისის ცხვართან ერთად, რადგან იგი მწყემსავდა მას.
29:10როგორც კი დაინახა იაკობმა რახელი, თავისი დედისძმის, ლაბანის ასული, და მისი ცხვარი, მივიდა ჭასთან, გადააგორა ლოდი და დაარწყულა თავისი დედისძმის, ლაბანის, ცხვარი.
პარალელური ადგილები: შესაქმე 29:9
- გამოსვლა 2:21გადაწყვიტა მოსემ ამ კაცთან დარჩენა, და მიათხოვა კაცმა მოსეს თავისი ასული, ციფორა, ცოლად.
- ქებათა ქება 1:7მითხარი, ჩემი სულის შეყვარებულო. სად აძოვებ, სად ისვენებ შუადღის ხვატში, რომ ფუჭად არ ვიხეტიალო შენი მეგობრების ჯოგებში?
- ქებათა ქება 1:8თუ ვერ სცნობ, უმშვენიერესო ასულთა შორის, გაჰყევი ცხვრის კვალს და მწყემსთა კარვების შორიახლო აძოვე შენი თიკნები.
- გამოსვლა 2:15შეიტყო ფარაონმა ამბავი და მოსაკლავად ეძებდა მოსეს. მაგრამ მოსე გაექცა ფარაონს და მიდიანის ქვეყანაში გაჩერდა; დაჯდა იქ ერთ ჭასთან.
- გამოსვლა 2:16შვიდი ასული ჰყავდა მიდიანელ მღვდელს. მოსულიყვნენ და წყალს იღებდნენ, ავსებდნენ გეჯებს მამისეული ფარის დასარწყულებლად.
- შესაქმე 24:15ვიდრე ამის თქმას მოასწრებდა, აჰა, გამოვიდა მხარზე კოკაშედგმული რებეკა, რომელიც შესძენოდა ბათუელს, მილქასა და აბრაამის ძმის, ნახორის ვაჟიშვილს.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 29
სრულად წაიკითხე: შესაქმე 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში