
შესაქმე 30:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა: შენ თავად უწყი, როგორ გემსახურებოდი და როგორი გახდა ჩემს ხელში შენი საქონელი.
შესაქმე 30:29 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 30:29 კონტექსტში
30:27უთხრა ლაბანმა: ნეტავ მადლი ვპოვო შენს თვალში! მიმხვდარი ვარ, შენ გამო რომ მაკურთხა უფალმა.
30:28უთხრა: მითხარი, რას მოითხოვ გასამრჯელოდ და მოგცემ.
30:29უთხრა: შენ თავად უწყი, როგორ გემსახურებოდი და როგორი გახდა ჩემს ხელში შენი საქონელი.
30:30რადგან ჩემამდე ცოტა გყავდა და დიდძალი შეიქნა. გაკურთხა უფალმა ჩემი მოსვლით. ახლა როდისღა ვიზრუნო ჩემი სახლისათვის?
30:31უთხრა ლაბანმა: რა მოგცე? უთხრა იაკობმა: ნურაფერს მომცემ, ოღონდ ეს საქმე გამიკეთე და მე კვლავ დავმწყესავ და მოვუვლი შენს ცხვარს.
პარალელური ადგილები: შესაქმე 30:29
- შესაქმე 31:6თქვენ იცით, რომ ძალ-ღონე არ დამიშურებია მამათქვენის სამსახურისთვის.
- შესაქმე 31:38აჰა, ოცი წელიწადი ვარ შენთან და შენს ცხვრებსა და თხებს მკვდრად არასოდეს მოუგიათ, არც შენი ფარის ვერძები შემიჭამია.
- შესაქმე 31:40დღისით ხვატი მინელებდა, ღამით - ყინვა; ძილი არ მეკარებოდა.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:18მსახურნო, გულმოშიშებით დაემორჩილეთ ბატონებს, არა მარტო კეთილთა და ლმობიერთ არამედ მკაცრთაც.
- კოლასელთა მიმართ 3:22მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, მაგრამ მოჩვენებითი სამსახურით კი არა, როგორც იქცევიან პირფერნი, არამედ გულის სიწრფელით და ღვთისმოშიშებით.
- კოლასელთა მიმართ 3:25უსამართლოს კი მიეგება იმის მიხედვით, რაც უსამართლოდ მოიმოქმედა, რადგანაც უფლისთვის უცხოა მიკერძოება.
- შესაქმე 30:5დაორსულდა ბალა და უშვაა იაკობს ვაჟი.
- მათეს სახარება 24:45ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც მისმა პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს საჭმელი მათ?
განაგრძე კითხვა: შესაქმე 30
სრულად წაიკითხე: შესაქმე 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში