
შესაქმე 30:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა ლაბანმა: ნეტავ მადლი ვპოვო შენს თვალში! მიმხვდარი ვარ, შენ გამო რომ მაკურთხა უფალმა.
შესაქმე 30:27 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 30:27 კონტექსტში
30:25როცა რახელმა იოსები შვა, იაკობმა უთხრა ლაბანს: გამიშვით, წავალ ჩემს სამშობლოში, ჩემს ქვეყანაში.
30:26გამატანე ჩემი ცოლები და შვილები, რომელთა გულისთვის გემსახურებოდი და წავალ, რადგან შენ თავად უწყი ჩემი სამსახური, როგორ გემსახურებოდი.
30:27უთხრა ლაბანმა: ნეტავ მადლი ვპოვო შენს თვალში! მიმხვდარი ვარ, შენ გამო რომ მაკურთხა უფალმა.
30:28უთხრა: მითხარი, რას მოითხოვ გასამრჯელოდ და მოგცემ.
30:29უთხრა: შენ თავად უწყი, როგორ გემსახურებოდი და როგორი გახდა ჩემს ხელში შენი საქონელი.
პარალელური ადგილები: შესაქმე 30:27
- რუთი 2:13უთხრა: მადლი მიპოვნია შენს თვალში, ბატონო, რაკი მანუგეშე და გამამხნევე შენი მხევალი. მე ხომ შენი მხევლობის ღირსიც არა ვარ!
- მოციქულთა საქმენი 7:10განარიდა იგი ყველა გასაჭირს და მისცა მას მადლი და სიბრძნე ფარაონის, ეგვიპტელთა მეფის წინაშე, რომელმაც ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის გამრიგედ დაადგინა იგი.
- ესაია 61:9განითქმება მათი თესლი ხალხებში და მათი მოდგმა ერებს შორის, და ყოველი მათი დამნახველი აღიარებს, რომ ისინი უფლისაგან კურთხეული თესლია.
- შესაქმე 26:24გამოეცხადა იმ ღამით უფალი და უთხრა: მე ვარ აბრაამის, მამაშენის ღმერთი; ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ. გაკურთხებ, გაგიმრავლებ შთამომავლობას აბრაამის, ჩემი მორჩილის გულისათვის.
- შესაქმე 12:3ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა.
- შესაქმე 39:21უფალი იყო იოსებთან და მოიღო მასზე წყალობა: მადლი აპოვნინა საპყრობილის უფროსის თვალში.
- შესაქმე 39:23საზრუნავი არაფერი ჰქონდა საპყრობილის უფროსს, რადგან უფალი იყო მასთან და ყველა საქმეში, რასაც აკეთებდა, უფალი უმართავდა ხელს.
- გამოსვლა 3:21მადლს ვაპოვნინებ ეგვიპტელთა თვალში ამ ხალხს და როცა წასვლის დრო დაგიდგებათ, ხელცარიელი არ წახვალთ.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 30
სრულად წაიკითხე: შესაქმე 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში