
შესაქმე 31:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიუგეს რახელმა და ლეამ და უთხრეს: კიდევ გვიძევს რაიმე წილი და სამკვიდრო მამაჩვენის სახლში?
შესაქმე 31:14 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 20 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის სამშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 31:14 კონტექსტში
31:12მითხრა: აახილე თვალი და შეხედე, ყველა ვაცი, ფარას რომ ახტება, ხატულაა, დაწინწკლულია და ჭრელია. რადგან ყველაფერს ვხედავ, რასაც ლაბანი გიკეთებს.
31:13მე ვარ ღმერთი ბეთელისა, სადაც შენ ზეთი სცხე სვეტს, სადაც აღთქმა მომეცი. ახლა კი, ადექი და გადი ამ ქვეყნიდან, დაუბრუნდი შენს სამშობლო ქვეყანას.
31:14მიუგეს რახელმა და ლეამ და უთხრეს: კიდევ გვიძევს რაიმე წილი და სამკვიდრო მამაჩვენის სახლში?
31:15განა უკვე უცხოები არა ვართ მისთვის? ხომ გაგვყიდა და ჩვენი ვერცხლიც შეჭამა?
31:16ამიტომაც მთელი ქონება, ღმერთმა რომ წაართვა მამაჩვენს, ჩვენი და ჩვენი შვილებისაა. ახლა კი ისე მოიქეცი, როგორც ღმერთს უბრძანებია შენთვის.
პარალელური ადგილები: შესაქმე 31:14
- შესაქმე 2:24ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ.
- რუთი 4:11უთხრეს კარიბჭესთან მყოფმა ხალხმა და უხუცესობამ: მოწმენი ვართ! ღმერთმა დალოცოს შენს სახლში შემომავალი დედაკაცი რახელივით და ლეასავით, რომლებმაც ააშენეს ისრაელის სახლი. ქმენი სიქველე ეფრათაში და გაითქვი სახელი ბეთლემში.
- შესაქმე 29:29მისცა ლაბანმა თავისი მხევალი ბილჰა მხევლად თავის ასულს, რახელს.
- შესაქმე 29:24მისცა ლაბანმა თავისი მხევალი ზილფა მხევლად თავის ასულს, ლეას.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 31
სრულად წაიკითხე: შესაქმე 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში