
შესაქმე 32:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მარტო დარჩა იაკობი და ერკინებოდა მას ვიღაც კაცი გათენებამდე.
შესაქმე 32:24 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 32:24 კონტექსტში
32:22ადგა ღამით, ხელი მოჰკიდა თავის ორ ცოლს, ორ მხევალს, თავის თერთმეტ შვილს და გავიდა ფონს იაბოკზე.
32:23აიყვანა ყველანი და გადაატარა მდინარე, ყველაფერი გადაიტანა, რაც კი ჰქონდა.
32:24მარტო დარჩა იაკობი და ერკინებოდა მას ვიღაც კაცი გათენებამდე.
32:25როცა შეატყო, რომ ვერ ერეოდა, შეეხო მის თეძოს სახსარს და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი მასთან შერკინებისას.
32:26უთხრა: გამიშვი, უკვე თენდება. უთხრა: არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ.
პარალელური ადგილები: შესაქმე 32:24
- ოსეა 12:3დედის საშოში ქუსლზე მოეჭიდა თავის ძმას, მოღონიერდა და ღმერთს შეერკინა.
- ოსეა 12:5უფალია ცაბაოთ ღმერთი, უფალია მისი სახელი.
- ეფესელთა მიმართ 6:12რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.
- შესაქმე 32:28უთხრა ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე.
- ლუკას სახარება 13:24იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო ბჭით, რადგანაც გეუბნებით: მრავალნი ეცდებიან შესვლას და ვერ შესძლებენ.
- შესაქმე 32:30უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენუელი, რადგან თქვა: პირისპირ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი.
- ეფესელთა მიმართ 6:18ყოველგვარი ლოცვა-ვედრებით დღენიადაგ ილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის,
- შესაქმე 30:8თქვა რახელმა: ღვთიური შებმით შევები ჩემს დას და დავჯაბნე კიდეც. დაარქვა სახელად ვაჟს ნაფთალი.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 32
სრულად წაიკითხე: შესაქმე 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში