
შესაქმე 34:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მთელი მათი დოვლათი, მათი ბავშვები და ცოლები და ყველაფერი, რაც სახლში ჰქონდათ, ხელთ იგდეს და ნადავლად წამოიღეს.
შესაქმე 34:29 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 34:29 კონტექსტში
34:27მიადგნენ იაკობის ვაჟიშვილები დახოცილებს და გაძარცვეს ქალაქი, დის შეურაცხყოფის გამო.
34:28წამოასხეს მათ ცხვარ-ძროხა და სახედრები; და ყველაფერი, რაც ქალაქში და მინდვრად ჰქონდათ, წამოიღეს.
34:29მთელი მათი დოვლათი, მათი ბავშვები და ცოლები და ყველაფერი, რაც სახლში ჰქონდათ, ხელთ იგდეს და ნადავლად წამოიღეს.
34:30უთხრა იაკობმა სიმონს და ლევის: რატომ დამღუპეთ, რატომ შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ - ქანაანელებს და ფერიზელებს. ცოტანი ვართ, შეიკრიბებიან ჩემ წინააღმდეგ და მომკლავენ; მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 34
სრულად წაიკითხე: შესაქმე 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში