
შესაქმე 35:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა უძნელდებოდა მშობიარობა, უთხრა რახელს ბებიაქალმა: ნუ გეშინია, რადგან ახლაც ვაჟი გეყოლება.
შესაქმე 35:17 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 35:17 კონტექსტში
35:15უწოდა იაკობმა სახელად ბეთილი იმ ადგილს, სადაც ღმერთი ელაპარაკა.
35:16დაიძრნენ ბეთილიდან და ეფრათამდე არ იყვნენ მისულნი, რომ მოილოგინა რახელმა. მძიმე ჰქონდა მშობიარობა.
35:17როცა უძნელდებოდა მშობიარობა, უთხრა რახელს ბებიაქალმა: ნუ გეშინია, რადგან ახლაც ვაჟი გეყოლება.
35:18სულის ამოხდომისას, როცა კვდებოდა, დაარქვა ვაჟს სახელად ბენ-ყონი (ძე ჩემი ტკივილისა), ხოლო მამამ უწოდა ბენიამინი (ძე მარჯვენისა).
35:19მოკვდა რახელი და დაიმარხა ეფრათის გზაზე. ეს არის ბეთლემი.
პარალელური ადგილები: შესაქმე 35:17
- შესაქმე 30:24უწოდა სახელად იოსები, რადგან თქვა: შემძენს უფალი მეორე ვაჟსაც.
- მეფეთა ა 4:19მისი რძალი, ფინხასის ცოლი, მოსალოგინებელი იყო, როცა გაიგო, ღვთის კიდობნის წაღების და თავისი მამამთილისა და ქმრის დახოცვის ამბავი, მუხლებზე დავარდა და შვა, რადგან უწია შობის ჟამმა.
- მეფეთა ა 4:21დაარქვა ვაჟს სახელად იქაბოდი (უპატიობა), თქვა: განეშორა დიდება ისრაელს, ღვთის კიდობნის წაღების გამო, მისი მამამთილისა და ქმრის გამო.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 35
სრულად წაიკითხე: შესაქმე 35 · გახსენი ბიბლიის მკითხველში