
მეფეთა ა 4:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაარქვა ვაჟს სახელად იქაბოდი (უპატიობა), თქვა: განეშორა დიდება ისრაელს, ღვთის კიდობნის წაღების გამო, მისი მამამთილისა და ქმრის გამო.
მეფეთა ა 4:21 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 4:21 კონტექსტში
4:19მისი რძალი, ფინხასის ცოლი, მოსალოგინებელი იყო, როცა გაიგო, ღვთის კიდობნის წაღების და თავისი მამამთილისა და ქმრის დახოცვის ამბავი, მუხლებზე დავარდა და შვა, რადგან უწია შობის ჟამმა.
4:20როცა კვდებოდა, ეუბნებოდნენ თავზე მდგომნი: ნუ გეშინია, რადგან ვაჟი გეყოლაო, მაგრამ ქალი არ პასუხობდა, უგრძნობი იყო მისი გული.
4:21დაარქვა ვაჟს სახელად იქაბოდი (უპატიობა), თქვა: განეშორა დიდება ისრაელს, ღვთის კიდობნის წაღების გამო, მისი მამამთილისა და ქმრის გამო.
4:22თქვა: განეშორა დიდება ისრაელს, რადგან წაღებულია ღვთის კიდობანი.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 4:21
- ფსალმუნები 26:8უფალო, შევიყვარე სავანე შენი სახლისა და. ადგილი - კარავი შენი დიდებისა.
- ფსალმუნები 78:61და მისცა ტყვედ სიმაგრე თვისი და დიდება თვისი - მტრის ხელთ.
- იერემია 2:11თუ შეუცვლია რომელიმე ხალხს თავისი ღმერთები, თუმცა არ ყოფილან, ისინი ღმერთები? ჩემმა ერმა კი უსარგებლო კერპებზე გადაცვალა თავისი დიდება!
- ფსალმუნები 78:64მისი მღვდლები ხმლით დაეცნენ და მის ქვრივებს არ უტირიათ.
- მეფეთა ა 4:11წაიღეს ღვთის კიდობანი, დაიხოცა ელის ორივე ვაჟი - ხოფნი და ფინხასი.
- ოსეა 9:12თუმცა გაზრდიან შვილებს, მაგრამ წავართმევ მათ; ერთი კაციც აღარ დარჩება; და ვაი მათ, თუ მივატოვე!
- ფსალმუნები 106:20და გაცვალეს თავიანთი დიდება ბალახის მძოველ ხარის გამოსახულებაში.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 4
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში