
შესაქმე 36:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოკვდა ბელაყი და გამეფდა მის ნაცვლად იობაბი, ზერახის ძე, ბოცორელი.
შესაქმე 36:33 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 36:33 კონტექსტში
36:31აჰა, მეფეები, რომლებიც მეფობდნენ ედომის ქვეყანაში, ვიდრე ისრაელის მოდგმის მეფეები ეყოლებოდათ.
36:32მეფობდა ედომში ბელაყი, ბეყორის ძე. მის ქალაქს ერქვა დენჰაბა.
36:33მოკვდა ბელაყი და გამეფდა მის ნაცვლად იობაბი, ზერახის ძე, ბოცორელი.
36:34მოკვდა იობაბი და გამეფდა მის ნაცვლად ხუშამი, თემანელთა ქვეყნიდან.
36:35მოკვდა ხუშამი და გამეფდა მის ნაცვლად ჰადადი, ბედადის ძე, მიდიანის მძლეველი მოაბის ველზე; მის ქალაქს ერქვა ყავითი.
პარალელური ადგილები: შესაქმე 36:33
- იერემია 49:13რადგან ჩემს თავს ვფიცავ, ამბობს უფალი, რომ შესაზარი, სამარცხვინო, უკაცრიელი და შესაჩვენებელი გახდება ბოცრა და უდაბნოდ გადაიქცევიან მისი დაბა-სოფლები სამარადისოდ.
- იერემია 49:22აჰა, აიწევა როგორც არწივი, გაფრინდება და ფრთებს გადმოშლის ბოცრაზე. ედომელ ვაჟკაცთა გული მშობიარე დიაცთა გულივით გახდება იმ დღეს.
- ესაია 63:1ეს ვინ არის, ედომიდან რიამ მოდის, ბოცრადან - მეწამულით მოსილი? ეს ვინ არის თავისი ბრწყინვალე სამოსელით, თავისი ძალის სიდიადით მომავალი? ეს მე ვარ, სიმართლის მეტყველი, ხსნის შემძლებელი!
- ესაია 34:6უფლის მახვილი სავსეა სისხლით, გაპოხილია ქონით, კრავთა და თიკანთა სისხლით, კერძების თირკმელთა ქონით; რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს უფალს ბოცრაში და დიდი ხოცვა ედომის მიწაზე.
- მიქა 2:12მთლიანად შეგკრებ, იაკობ, თავს მოვუყრი ისრაელის ნატამალს; ერთად დავსხამ როგორც ცხვარს ფარეხში; როგორც ფარა თავის სადგომში, ისე ახმაურდება კაცთა სიმრავლისგან.
- ამოსი 1:12ცეცხლს წავუკიდებ თემანს და ცეცხლი შთანთქავს ბოცრას დარბაზებს.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 36
სრულად წაიკითხე: შესაქმე 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში