
შესაქმე 39:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ერთ დღეს, როცა იოსები შევიდა სახლში თავი საქმეზე და სახლეულთაგან შინ არავინ იყო.
შესაქმე 39:11 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 39:11 კონტექსტში
39:9ჩემზე დიდი არავინ არის ამ სახლში, არაფერი აუკრძალავს ჩემთვის, გარდა შენი თავისა, რადგან შენ ცოლი ხარ მისი. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?
39:10ყოველდღე ელაპარაკებოდა ქალი იოსებს, მაგრამ ვერ დაიყოლია, რომ მის გვერდით დაწოლილიყო და მასთან ყოფილიყო.
39:11ერთ დღეს, როცა იოსები შევიდა სახლში თავი საქმეზე და სახლეულთაგან შინ არავინ იყო.
39:12ჩაებღაუჭა ქალი სამოსელში და უთხრა: დაწექი ჩემთან! იოსებმა ხელში შეატოვა სამოსელი და გარეთ გავარდა.
39:13როცა დაინახა ქალმა, რომ ხელში შეატოვა იოსებმა სამოსელი და გარეთ გაიქცა,
პარალელური ადგილები: შესაქმე 39:11
- იერემია 23:24სამალავშიც რომ დაიმალოს კაცი, ვერ დავინახავ? ამბობს უფალი. განა მე არ ვავსებ ცასა და მიწას? ამბობს უფალი.
- იობი 24:15მემრუშე ბინდის მოლოდინში ფიქრობს, არავინ მომკრასო თვალი, და სახეზე საფარველს იფარებს.
- მალაქია 3:5მოვალ თქვენთან განსაკითხავად და ვიქნები ფიცხელი მოწმე ჯადოქართა და მემრუშეთა წინააღმდეგ ცრუმოფიცართაა მოჯამაგირეთა და ქვრივ-ობლების მჩაგვრელთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებელთა და ჩემს უშიშთა წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი.
- იგავესნი 9:17ტკბილია მოპარული წყალი, გემრიელია გადამალული პური.
- ეფესელთა მიმართ 5:3ხოლო სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება საერთოდ აღარ იხსენებოდეს თქვენში, როგორც შეშვენის წმიდათ,
- ეფესელთა მიმართ 5:12ვინაიდან რასაც ფარულად სჩადიან ისინი, სათქმელადაც სამარცხვინოა.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 39
სრულად წაიკითხე: შესაქმე 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში