
შესაქმე 39:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამ ამბების შემდეგ იყო, თვალი დაადგა მისი ბატონის ცოლმა იოსებს და უთხრა: დაწექი ჩემთან!
შესაქმე 39:7 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 39:7 კონტექსტში
39:5მას შემდეგ, რაც ჩააბარა თავისი სახლი და მთელი თავისი საბადებელი, აკურთხა უფალმა ამ ეგვიპტელის სახლი იოსების გამო და იყო უფლის კურთხევა ყველაფერზე, რაც კი ებადა მას შინ და გარეთ.
39:6მიანდო მთელი თავისი საბადებელი იოსებს და, ვიდრე იოსები მასთან იყო, სმა-ჭამის გარდა სხვა საზრუნავი არაფერი ჰქონია. მშვენიერი იყო იოსები თვალად და ტანად.
39:7ამ ამბების შემდეგ იყო, თვალი დაადგა მისი ბატონის ცოლმა იოსებს და უთხრა: დაწექი ჩემთან!
39:8იუარა და უთხრა თავის ბატონის ცოლს: რაც მასთან ვარ, საზრუნავი არაფერი აქვს სახლში ჩემს ბატონს; მთელი თავისი საბადებელი მე ჩამაბარა.
39:9ჩემზე დიდი არავინ არის ამ სახლში, არაფერი აუკრძალავს ჩემთვის, გარდა შენი თავისა, რადგან შენ ცოლი ხარ მისი. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?
პარალელური ადგილები: შესაქმე 39:7
- მეფეთა ბ 13:11და მიაწოდა, რომ ეჭამა. ხელი სტაცა ამნონმა ქალს და უთხრა: მოდი, დაწექი ჩემთან, ჩემო დაო.
- ეზექიელი 16:34შენ გამოირჩეოდი სხვა ქალებში შენი ბოზობით: შენ კი არ გდევდნენ საბოზაოდ, თავად შენ აძლევდი საჩუქრებს, შენ კი არ გაძლევდნენ. ასეთი გამორჩეული იყავი.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:14მათი თვალები სავსეა სიმრუშით და უძღები ცოდვით; გულხარბნი და ანგარების მოყვარენი აცდუნებენ უმტკიცო სულებს; ესენი არიან ძენი წყევლისა.
- ეზექიელი 23:12აშურელებს გადაეკიდა, სარდლებს და მეფისნაცვლებს, მეზობლებს, დიდებულად შემოსილთ, ცხენოსნებს, ცხენებზე ამხედრებულთ - ნანატრი ჭაბუკები იყვნენ ყველანი.
- ეზექიელი 23:16ვნებით აინთო მათ მიმართ ერთი თვალის მოკვრით და მოციქულები გაუგზავნა ქალდეაში.
- ეზექიელი 23:5გაბოზდა აჰოლა ჩემს ხელში და გადაეკიდა თავის საყვარლებს, აშურელ მეზობლებს,
- ეზექიელი 23:6ძოწეულით შემოსილთ, სარდლებს და მეფისნაცვლებს; ნანატრი ჭაბუკები იყვნენ ყველანი, ცხენოსნები, ცხენებზე ამხედრებულნი.
- მათეს სახარება 5:28ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 39
სრულად წაიკითხე: შესაქმე 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში