
შესაქმე 39:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იუარა და უთხრა თავის ბატონის ცოლს: რაც მასთან ვარ, საზრუნავი არაფერი აქვს სახლში ჩემს ბატონს; მთელი თავისი საბადებელი მე ჩამაბარა.
შესაქმე 39:8 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 39:8 კონტექსტში
39:6მიანდო მთელი თავისი საბადებელი იოსებს და, ვიდრე იოსები მასთან იყო, სმა-ჭამის გარდა სხვა საზრუნავი არაფერი ჰქონია. მშვენიერი იყო იოსები თვალად და ტანად.
39:7ამ ამბების შემდეგ იყო, თვალი დაადგა მისი ბატონის ცოლმა იოსებს და უთხრა: დაწექი ჩემთან!
39:8იუარა და უთხრა თავის ბატონის ცოლს: რაც მასთან ვარ, საზრუნავი არაფერი აქვს სახლში ჩემს ბატონს; მთელი თავისი საბადებელი მე ჩამაბარა.
39:9ჩემზე დიდი არავინ არის ამ სახლში, არაფერი აუკრძალავს ჩემთვის, გარდა შენი თავისა, რადგან შენ ცოლი ხარ მისი. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?
39:10ყოველდღე ელაპარაკებოდა ქალი იოსებს, მაგრამ ვერ დაიყოლია, რომ მის გვერდით დაწოლილიყო და მასთან ყოფილიყო.
პარალელური ადგილები: შესაქმე 39:8
- იგავესნი 22:14როსკიპთა პირი ღრმა ორმოა, უფლის შერისხული ჩავარდება მასში.
- იგავესნი 1:10შვილო, თუ ცოდვილნი ეცდებიან შენს შეცთენას არ დაჰყვე მათს ნებას.
- იგავესნი 23:26შვილო, მე მომეცი შენი გული და შენმა თვალებმა ჩემს გზაზე იყურონ.
- იგავესნი 23:28ყაჩაღივით არის ჩასაფრებული და ხალხში ორგულებას ამრავლებს.
- იგავესნი 7:5რომ თავი დაიფარო უცხო ქალისგან, სხვისი ცოლისგან, მისი ლაქარდიანი ენისგან.
- იგავესნი 7:25ნუ გაიმრუდებს თავის გზას თქვენი გული, ნუ აერევა თავისი ბილიკები.
- იგავესნი 7:27მისი სახლი შავეთის გზაა, სიკვდილის სამყოფელში ჩამავალი.
- იგავესნი 5:3რადგან თაფლი სდის უცხო ქალის ბაგეებს და ზეთივით გასლექილია მისი სასა.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 39
სრულად წაიკითხე: შესაქმე 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში