გადასვლა შინაარსზე
ანასტასისის ფრესკა: აღმდგარი ქრისტე ადამსა და ევას საფლავებიდან აღადგენს, ხორას ეკლესია, დაახლოებით 1320
ანასტასისი (ჯოჯოხეთში ჩასვლა), ფრესკა, დაახლოებით 1320. ხორას ეკლესია, კონსტანტინოპოლი, პარეკლესიონი. საჯარო დომენი, ფოტო User:Neuceu.

შესაქმე 4:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

შესაქმე 4:15

უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს.

შესაქმე 4:15 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 23 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის სამშაბათი (მწუხრი).

შესაქმე 4:15 კონტექსტში

4:13უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი:

4:14აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა.

4:15უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს.

4:16გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით.

4:17შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი - ენოქი.

პარალელური ადგილები: შესაქმე 4:15

განაგრძე კითხვა: შესაქმე 4

სრულად წაიკითხე: შესაქმე 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში